Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - საჭიროა, 27-ვე წევრმა სახელმწიფომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღოს - ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი


ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

„მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისათვის რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გუშინ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ. „გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ახლა არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერს რიკარდ იოზვიაკი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...