Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.187

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანია გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა 2023 წლის გაზაფხულამდე მთელ უკრაინულ ბრიგადას - 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს. „ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მან. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების მიზნით ერთობლივი მისიის შექმნას ითვალისწინებს და

გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოს EU-ში გაწევრების მომდევნო ეტაპზე გადასვლას – ელჩი ფიშერი

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. “ეს დინამიკური პროცესია. ალბათ, წაიკითხავდით განცხადებასაც, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა

გერმანელი მინისტრი - შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული

ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, - წერს შულცე.

გერგეტის სამების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას თანამშრომლობა შეუწყვიტეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის

გენშტაბი - უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159 090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 1 090 გასულ დღე-ღამეში

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 159,090 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1,090 გასული დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3466 ტანკს, 6769 ჯავშანმანქანას, 2487 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 259 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერ

გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა 43 შეტევა მოიგერიეს და მტრის კუთვნილი 10 დრონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“

გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, რუსების დანაკარგები 219 100-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს. ipn

გენშტაბი - უკრაინაში 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათვე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე დაახლოებით 137 780 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3280 ტანკი, 6488 ჯავშანტექნიკა, 2287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის

გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 164 910 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა 164 910 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 710 სამხედრო გასული დღის განმავლობაში - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დღემდე რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 5 332 ტანკს, 6 853 ჯავშანმანქანას, 2 568 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 305 საბრძოლო თვითმფრინავს და 290 ვერტმფრენს, 5,408 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს

გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 148 130 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღეს

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი უკვე დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღის განმავლობაში.   შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი,

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მე

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 27 ივნისს, 00:00 საათზე დასრულდა. როგორც საპროკურორო საბჭოს ვეგბერდზეა აღნიშნული, გაბიტაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და არასამთავრობო ორგანიზაცია - „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლე

გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზე მოხდება, რომელიც სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება

პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ipn

გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომელსაც ლიმანის დაცემის გამო კრიტიკა დაატყდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" მეთაურობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ამის შესახებ იტყობინება სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნო", RBC და Moscow Times-ი თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. ოქტომბრის დასაწყისში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ლაპინი დაადანაშაულა ქალაქ ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევასა და ქალაქზე კონტროლის დაკარგვაში. "სირცხვილი ის კი არ არის, რომ

გენერალ სირსკის თქმით, უკრაინის ჯარები წარმატებებს აღწევენ ბახმუტის ფლანგებზე

უკრაინის ძალებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე, განაცხადა 23 მაისს უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ. „ბრძოლა გრძელდება. ჩვენი თავდაცვის ძალები წარმატებებს აღწევენ ფლანგებზე“, - დაწერა მან Telegram-ში. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა ასევე დაწერა Telegram-ში, რომ ქალაქში ბრძოლები შემცირდა, მაგრამ გარეუბნებში კვლავაც გრძელდება. მალიარის თქმით, ბახმუტში უკრაინის წინსვლა „უმნიშვნელოა“,

გენდერულმა საბჭომ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის საკითხი არ განიხილა

დღეს, პირველი ნოემბერს,  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა. თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს. როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართ

გელოდებით ხვალ ბოტანიკურში 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ყვავილების გამოფენაზე

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. იპნ

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს

გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქო აპირებს, შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. „გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რ

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს - წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს. მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. 14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახ

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთავრობამ 7.5 მლნ ლარი გამოყო - განკარგულება

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება. „გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით,

გელათის რებილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე პროკურატურას მიმართეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა“ გელათის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, კულტურის პროფკავშირის მიერ მოწოდებული და დამუშავებული საექსპერტო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ც

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი - გელათში 21 კრიტიკული კერა გამოვლინდა - ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება

გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, გ

გელათის გადასარჩენად თბილისში აქცია გაიმართა

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან გელათის გადასარჩენად აქცია იმართება. "დღეს არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ აღარ შეგვეძლო მოგვეთმინა და შევიკრიბეთ, რომ წამოგვეყენებინა მოთხოვნები. პირველი, რაც ამწუთას მახსენდება, შოთა რუსთაველის ძეგლთან, არის ფრაზა ვეფხისტყაოსნიდან "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." აქაც უთვალავი სხვადასხვა შეხედულების ადამიანია შეკრებილი, მა

გელა აბულაძე - მოსამართლე მგელიაშვილის სამართლიანობა და პრინციპული მიდგომა საკითხისადმი, მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რის გამოც ჩემს სასამართლო პროცესებს ჩამოაშორეს

ჩემო მეგობრებო,მინდა გამოვეხმაურო მოსამაეთლე დავით მგელიაშვილის,ჩემი სასამართლო პროცესიდან ჩამოშორების საქმეს. მოგახსენებთ,ჩემი ექვსთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა მოსამართლე დავით მგელიაშვილს.მისი პირველი პრინციპული გადაწყვეტილება იყო,ჩემი და ანზორ ფიფიასთვის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის,გირაოთი შეცვლა და ჩვენი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, - ამის შესახებ, პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული, პარტია "საქართველოსთვის" და წალენჯიხის საკრე
×
×
  • შექმენი...