Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    886.656

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება. “მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ. ისინი აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, კვლავ მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობის ეზოში შეუშვან. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათ სამინისტროს ეზოს გვერდითა შესასვლელიდან შესვლა შესთავაზეს, თუმცა თავად ითხოვენ, რომ ტერიტორიაზე წინა მხრიდან შესვლის უფლება მიეცეთ. შეგახსენებთ, რო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა. ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. „დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აპირებენ მიმართონ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. „ველოდებით, თ

გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სტუ შეამოწმა

გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, მოპარული და აღურიცხავი სახელმწიფო ქონება, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა და უნივერსიტეტში არამომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები, გარდაცვლილი ადამიანების თანამშრომლად აყვანის ფაქტები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი, დოკუმენტაციის არასწორად წარმოება, ერთი ავტომობილისთვის ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც სახელმწიფო ა

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (20

გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კუბ­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. ცნო­ბის­თვის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი 2000 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად. 2000-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი.   2002-2004 წლე

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმ

გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე

76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს რადიოს წამყვანი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი გულიკო კაკაბაძე. გულიკო კაკაბაძე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 1976 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის რედაქტორი; რადიოს დრამატული პროგრამების პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი. გულიკო კაკაბაძე იყო რამდენიმე რადიოპროექტის ავტორი, მათ შორის: „სასიქადულო მამულიშვილები“, „შეხვედრები თ

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო. საქართველოს პირველი არხი ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

გარდაიცვალა საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი. ინფორმაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. „ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში“ - ნათქვამია განცხადებაში. თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

54 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის ლიდერი იყო. გარდაცვალებაზე ინფორმაციას პარტიის პრესსპიკერი კატო შინდაგორიძე ავრცელებს. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ს დამფუძნებელ გიორგი ჭანტურიასთან 1991 წლიდან თანამშრომლობდა.1993 წელს ის ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები. 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.   ნეტგაზეთი

გარდაიცვალა ნიურნბერგის ტრიბუნალის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი

103 წლისა გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი. ფერენცი 1920 წელს დაიბადა უნგრეთში. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა, უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა. მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში. 27 წლის ასაკში ის გახდ

გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი

17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში გარდაიცვალა: „ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი, რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანას ოჯახის ა

გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე

ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე, ნინა ჯეჯელავა ადასტურებს. მწერალი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. ზურაბ ქარუმიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1983-2000 წლებში ის იყო თსუ-ს XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშა

გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან რუსთაველის თეატრში თა

გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს. ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყ

გარდაიცვალა მსახიობი თენგიზ არჩვაძე

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვი

გარდაიცვალა მომღერალი ტინა ტერნერი

ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. „როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.   ავტორი - სალომე თორაძე

გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი

პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV. მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში. მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას. ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეას

გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БелТА იუწყება, რომ გარდაიცვალა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი. ცნობა გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ანატოლი გლაზის სიტყვებზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ მაკეი გარდაიცვალა უეცრად, "ამას არაფერი მოასწავებდა" - ამბობს გლაზი. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ვლადიმირ მაკეი 64 წლის იყო. მან კარიერა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, შემდეგ იყო ალექსანდრ ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმ

გარდაიცვალა ბატალიონ „აზოვის“ მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში

გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვ

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

74 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე. ინფორმაციას სეფერთელაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ სეფერთელაძემ ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. სწავლის დასრულების შემდეგ, 1972 წლიდან თამაზ სეფერთელაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამშენებლო სფეროში. 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 19
×
×
  • შექმენი...