Jump to content
Planeta.Ge

გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სტუ შეამოწმა


გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის გადარიცხული ხელფასები, მოპარული და აღურიცხავი სახელმწიფო ქონება, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების არარსებობა და უნივერსიტეტში არამომუშავეთათვის დარიცხული ხელფასები, გარდაცვლილი ადამიანების თანამშრომლად აყვანის ფაქტები, „ტექნიკურ ხარვეზში“ დაკარგული ასობით ათასი ლარი, დოკუმენტაციის არასწორად წარმოება, ერთი ავტომობილისთვის ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა, სტუდენტებისთვის მოპარული სტიპენდიები – ესაა არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოწმებისას გამოავლინა.

„თაიმერმა“ უკვე გამოაქვეყნა თსუ-ის შემოწმების და იქ არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია. ამჯერად, დაპირებისამებრ, გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოწმების შედეგებს.

როგორც წესი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნას, არსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ნიშნების არსებობისას პროკურატურას გადასცემს. სკანდალური დასკვნა, რომელსაც ხელი მარტის თვეში მოეწერა და შესაბამისად „ძალაშიც შევიდა“, წესით უკვე მთავარ პროკურატურაში უნდა იყოს. რა ბედი ელის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას? თუ პროკურატურაშია, “По Закону Архимеда” დაწყებული გამოძიების შესახებ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მაგრამ, პროკურატურას ინფორმაცია არ განუთავსებია ოფიციალურ ვებ-გვერდზე – “значит не судьба”.

დიახ, რაკი პროკურატურაში სძინავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყუილად დაწერა დასკვნა, რომელსაც წესით, განგაში უნდა მოჰყოლოდა. პრინციპში ეს ბუნებრივიცაა, ირაკლი შოთაძე ქვეყნის მთავარი პროკურორი რომ გამხდარიყო ამისთვის იმჟამინდელმა რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და აკადემიურმა საბჭომ ბევრი იწვალა. ქვეყნის მთავარ პროკურორად მეორედ შოთაძე ვერ მოევლინებოდა სამყაროს, რომ არა ტექნიკური უნივერსიტეტი – ის ამ დროს აქ კითხულობდა ლექციებს და უნივერსიტეტმა წარადგინა კანდიდატად. ახლა ძნელია იმის მტკიცება, რომ შოთაძის დასახელება „ზემოდან“ წამოვიდა თუ არა, თუმცა იმ პერიოდში დაკვეთაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. რამდენიმე დღის  წინ, სამართლის ფაკულტეტის დღეზე სტუ-ის ამჟამინდელმა რექტორმა დავით გურგენიძემ „ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისთვის გურამ ნაჭყებიას სახელობის საპატიო ჯილდო გადასცა სტუ-ის პროფესორს, ჰუმანიტარულ-სოციალური საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრ შენგელი ფიცხელაურს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ირაკლი შოთაძეს, იურიდიული კლინიკური განათლების ხელშეწყობისთვის კი პროფესორ მერაბ ტურავას“. წესიერ პროკურორს, რომელმაც ყველა ვარიანტში იცის სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, წესით, ჯილდოზე უარი უნდა ეთქვა. უარისთქმამდე კი საერთოდ არ უნდა მისულიყო ამ ღონისძიებაზე ინტერესთა კონფლიქტს რომ არ ჰქონოდა ადგილი. ოთაძე მივიდა და შოთაძე დაჯილდოვდა – ასეთ ვითარებაში რომელ სამართლიანობასა და გამოძიებაზე შეიძლება საუბარი?!

მოკლედ და კონკრეტულად – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია რამდენიც უნდა იმდენი წეროს და… იკითხოს. პროკურატურა, მიუხედავად უნივერსიტეტში არსებული დარღვევებისა და შესაძლო კორუფციისა (ხაზგასმით, შესაძლო კორუფციისა. ვინც არსებული დანაშაული უნდა გამოკვეთიოს და სახელი დაარქვას, ის დუმს. ჩვენ კი მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია) კანონის იმპერატიულ მოთხოვნას არ დაიცავს. ირაკლი შოთაძე იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზედაც ზის!

„თაიმერი“ ყოველგვარი შეფასების გარეშე გთავაზობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას.

რა ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2021 წელს ასახული აქვს  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს მიღებული 6 153 965 ლარის აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულება 5 823 617ლარით. 2021 წელს არ აქვს ასახული  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული 179 741 ლარის ღირებულების აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალნსო ღირებულება 164 515 ლარით. 2021 წელს ცვეთის არ დარიცხვის გამო გაზრდილი აქვს ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 2 294 766 ლარით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 64 კონდიციონერის დანაკლისი, პირვანდელი ღირებულებით − 57 754 ლარი, რომლის 2021წლის საბოლოო საბალანსო ღირებულებაა 33 435 ლარი, აღნიშნული აქტივები ნაცვლად „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით“ მუხლისა, აღრიცხულია, როგორც ძირითადი აქტივები.

ტექნიკურ უნივერსიტეტს არ აქვს აღრიცხული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2021 წელს გადმოცემული არამატერიალური აქტივები, სულ−376 946 ლარი. შედეგად, შემცირებულია არამატერიალური აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება.

ტექნიკურ უნივერსიტეტს სწავლის გადასახადიდან აღრიცხული აქვს მოთხოვნები 8 265 598 ლარი, ვალდებულებები − 2 569 936 ლარი და შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან 43 567 978 ლარი.

უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია მოცემული თანხების კალკულაციის შესახებ. უნივერსიტეტის განმარტებით, თანხები დაანგარიშდა ელექტრონული სტუდენტური პროგრამაVICI-ის ბაზის საფუძველზე, სადაც ასახულია სტუდენტების მონაცემები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. აღნიშნული ბაზიდან ძველი თარიღით ინფორმაციის ამოღება ვერ ხერხდება, ხოლო დაანგარიშებისთვის გამოყენებული ბაზები არ არის შენახული. ამასთანავე, ვალდებულების საბოლოო ნაშთი ემთხვევა საწყისს ნაშთს, რომელიც ორგანიზაციის განმარტებით, გადმოტანილია ძველი ბუღალტრული პროგრამიდან და გატარებების წარმომავლობა და სისწორე არ არის გარკვეული. ამასთანავე, მოთხოვნების საბოლოო ნაშთი წარმოიქმნა საწყისი ნაშთისა დადარიცხული/საკასო შემოსავლების გატარებების საფუძველზე, თუმცა მოცემული თანხების კალკულაციის შესახებ ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი.

2021 წელს ასახული აქვს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს მიღებული 6 153 965 ლარის აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საწყისი საბალანსო ღირებულება  5 823 617ლარით. 2021 წელს არ აქვს ასახული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული 179 741 ლარის ღირებულების აქტივები. შედეგად, შემცირებულია ძირითადი აქტივების საბოლოო საბალნსო ღირებულება  164 515ლარით. 2021 წელს ცვეთის არ დარიცხვის გამო გაზრდილი აქვს ძირითადი აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება − 2 294 766 ლარით.

ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 64 კონდიციონერის დანაკლისი, პირვანდელი ღირებულებით 57 754 ლარი, რომლის 2021წლის საბოლოო საბალანსო ღირებულებაა 33 435 ლარი, აღნიშნული აქტივები ნაცვლად „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივებისდანაკლისით“ მუხლისა, აღრიცხულია, როგორც ძირითადი აქტივები.

 

ტექნიკურ უნივერსიტეტს არ აქვს აღრიცხული  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2021 წელს გადმოცემული არამატერიალური აქტივები, სულ 376 946 ლარი. შედეგად, შემცირებულია არამატერიალური აქტივების საბოლოო საბალანსო ღირებულება.

ტექნიკურ უნივერსიტეტს სხვადასხვა წელს შეძენილ 43 439 ლარის არამატერიალურ აქტივებზე 2021 წელს არ აქვს დარიცხული ამორტიზაცია, მოცემული აქტივები მოიცავს სხვადასხვა სპორტსმენის ტრანსფერებს, ლიცენზიებს, პატენტებს და ა.შ. ორგანიზაციას არ შეუფასებია, რომელი მათგანი წარმოადგენს განსაზღვრული და რომელი განუსაზღვრელი ვადის მქონე აქტივების ჯგუფს. ასევე, უფლებამოსილი პირის განმარტებით, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ვადები არ გადასინჯულა.

ტექნიკურ უნივერსიტეტს  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 2020 წელს გრანტის სახით მიღებული შემოსავალი 6 153 965 ლარი, ასახული აქვს 2021 წელს, ხოლო 2021 წელს მიღებული შემოსავალი 556 417ლარი, არ არის ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია შემოსავლები გრანტებით, სულ  5 597 548 ლარით.

ტექნიკურ უნივერსიტეტს ცვეთის არასწორად დარიცხვის/არ დარიცხვის გამო, 2021 წლისცვეთის ხარჯი შემცირებული აქვს 2 512 447 ლარით. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში შემცირებულია ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 2 512 447 ლარით.

ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია მატერიალური მარაგები, რომლებიც 2021წლის საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის მიხედვით ჩამოსაწერია, ჯამური ღირებულებით − 43 742 ლარი. აღნიშნული მარაგებიდან 38 813 ლარის მარაგი ასახულია მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2 116 ლარის საცნობარო ანგარიშზე, ხოლო 2 813 ლარის ღირებულების მარაგის იდენტიფიცირება ვერმოხერხდა;

2020 წლის ინვენტარიზაციის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ჩამოსაწერი იყო 1 360 346 ლარის ძირითადი აქტივები და 627 636 ლარის მცირეფასიანი აქტივები. უფლებამოსილი პირის განმარტებით, 2022 წელს უნივერსიტეტმა ჩამოწერა აქტივები, რომელთაგან 627 636 ლარის მცირეფასიანი და 1 240 109 ლარისაქტივები ჩამოიწერა საცნობარო ანგარიშიდან, ხოლო ძირითადი აქტივებიდან 33 005 ლარი. სხვაობა ბრძანებით განსაზღვრულ და ჩამოწერილი აქტივებისღირებულებას შორის შეადგენს 87 232 ლარს, რომელიც უნივერსიტეტის განმარტებით, გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით.

2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საცნობარო ანგარიშებზე ასახული დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით  747 924 ლარ იდა ზედმეტობა  2 686 ერთეული. 2021 წელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებითრეაგირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი.

2021 წელს 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო შესრულებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და მათ შესახებ ინფორმაცია არ არის გამჟღავნებული ახსნა-განმარტებით შენიშვნებში.

ტექნიკურ უნივერსიტეტს 2021 წელს ერთი და იმავე სარემონტო სამუშაოებიდან წარმოქმნილი მომსახურება ერთ შემთხვევაში აღიარებული აქვს აქტივად, ხოლო სხვა შემთხვევაში − ხარჯად.

 

ტექნიკურ უნივერსიტეტს მატერიალურ მარაგებში აღრიცხული აქვს 475 339 ლარის უძრავი ნაშთი. უნივერსიტეტის განმარტებით, ნაშთი წარმოადგენს წლების განმავლობაში კვლევით ცენტრებზე გაცემულ მარაგებს, რომლის ხარჯებში ჩამოწერის საკითხი პოლიტიკით არ არის დარეგულირებული. რიგ შემთხვევებში, მარაგები აღრიცხულია მხოლოდ თანხობრივად, რის შედეგადაცარ არის იდენტიფიცირებადი მარაგის სახეობა, რაოდენობა, მიმღები მხარე და ა.შ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში უძრავი ქონების ინვენტარიზაცია 2021 წელს არ დასრულებულა, არამატერიალური აქტივების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულისავალდებულო ინვენტარიზაცია ჩატარებულია არასრულად.

ტექნიკური უნივერსიტეტის 2021 წლის გადარიცხვებში ერთი საბანკო ანგარიშით ფიქსირდება რამდენიმე მიმღები, სულ მითითებულ ანგარიშებზე გადარიცხულია 115 647 ლარი. უნივერსიტეტის განმარტებით, არ იძებნება სახელფასო უწყისებში ასახული ის რეალური შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი გადარიცხვების განხორციელებისათვის. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელფასები ჩარიცხულია როგორც მათ პირად ანგარიშზე, ასევე სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე, რომელთა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება; ასევე უნივერსიტეტისთვის უცნობი პირი მიმღებად ფიქსირდება 2020 წლის გადარიცხვებში და გადარიცხული თანხა შეადგენს 7 861 ლარს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოვლენილია შემდეგი: სამ პირს „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლიდან მიღებული აქვს ანაზღაურება, რომლის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, სულ − 1 724 ლარი. ერთ პირს მიღებული აქვს სხვა პირის სტიპენდია, სულ − 1 200 ლარი. აუდიტის მიმდინარეობის დროს მოცემული უზუსტობა არ იყო გასწორებული.

2021 წელს, რიგ შემთხვევებში კონკრეტულ პირებზე არ არის დეკლარირებული 25 890 ლარი, ხოლო რიგ შემთხვევებში, დეკლარირებულია განაცემთან შედარებით 19 596 ლარით მეტიოდენობის თანხა.  ვერ დადასტურდა 7 პირის მიერ მიღებული 68 556 ლარის შრომის ანაზღაურება. კერძოდ, უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა გაცემული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021 წელს შრომის ანაზღაურების სახით, გარდაცვალების შემდგომ დასაქმებულ და ემერიტუსის სტატუსის მქონე პირებს ჩაერიცხათ 2021 წელს − 26 486 ლარი, ხოლო 2020 წელს − 13 545 ლარი.

რამდენიმე ავტომობილს კონკრეტულ თვეებში უფიქსირდება საწვავით სარგებლობა, სულ − 1 678 ლიტრი, თუმცა მოცემულ თვეებში ამ ავტომობილებისათვის არ იყო დადგენილი საწვავის ლიმიტები. უნივერსიტეტის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით. ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას უფიქსირდება ავზზე მეტი მოცულობით საწვავით სარგებლობა. უნივერსიტეტის განმარტებით, ავტომობილი მოცემულ დღეებში იმყოფებოდა კონკრეტულ რეგიონში, ამიტომ დამატებით გაივსო ჭურჭელი (რკინის ავზი), თუმცა,  უნივერსიტეტმა ვერ წარმოადგინა მივლინების ბრძანება ან სხვა დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა საწვავის ხარჯვის მიზნობრიობა.

ეს არის ის, რაც აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქვე ვიტყვით, რომ ტელეკომპანია მთავართან ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“  ყოფილმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ თურმე, გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის ხელფასის დარიცხვა საგანგაშო არ ყოფილა. „ამ თანხას ხელს მაინც ვერავინ ახლებდაო“, – ბრძანა დეპუტატმა, რომელმაც საზოგადოებას თავი, სოციალურმა ქსელმა როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ყალბი გვერდები გააუქმა, აი, ამ სასაცილო, ერთი წინადადებით, დაამახსოვრა: „ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში“…




timer.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...