Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.568

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია – აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ დაკარგულებს შორის არიან ბავშვები. 7 თუ 8 ბავშვია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ. რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით,   სტიქიის ზონაში დაღუპ

გაბუნია მთავარზე: როცა გამოვაცხადე, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ჟრიამული იყო

მთავარი არხის დირექტორი მისივე არხის შუადღის ეთერში ამბობს, რომ წარსულში ტელევიზია და მთავარი არხის ჟურნალისტები ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ.  მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ჟურნალისტები, მას მერე, რაც მათ დირექციამ განუცხადა, რომ ენმ-ს დავალებების შესრულება აღარ მოუწევდათ, სიახლეს ტაშით შეხვდნენ. გაბუნია ამბობს, რომ ენმ ვაის (მელიას) და ვუის (ხაბეიშვილს) შორის არის გაყოფილი და ახლა ისინი მთავარი არხის გარეშე უნდა დალაგდნენ. "[მთავ

ირაკლი ქადაგიშვილი: სუს-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაზე ხელი არავის აუღია

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ მიზნით შემოაპარეს, რომ ქვეყანაში სრული ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რაც აღკვეთეს და შესაბამის ადგილასაა, - ასე გამოეხმაურა სუსის განცხადებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. „ვხედავთ, რომ ამ ყველაფრისთვის იდეოლოგიური მზადება მიმდინარეობს, როცა ხდება პარტიული კლიშეების დამკვიდრება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება" და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რათა შემდეგ სისხლიანი სცენარების გამართლების

ყირიმთან საწვავით დატვირთული რუსული ბორანი ააფეთქეს

ყირიმთან, კრასნოდარის ოლქში, პორტ „კავკაზში“ რუსულ ბორან „კონრო ტრეიდერზე“ აფეთქება მოხდა. ბორანი საწვავის ცისტერნებით იყო დატვირთული. მომხდარის ვიდეო რუსულმა ტელეგრამ-არხმა, „კრიმსკი ვეტერმა“ გამოაქვეყნა. არხის გამომწერები ამბობენ, რომ აფეთქებებს წინ უძღოდა უკრაინელთა სარაკეტო თავდასხმა. კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, ბორანზე 30 ცისტერნა საწვავი იყო. „კრიმსკი ვეტერ“ აღნიშნავს, რომ რუსული ჯარი ყირიმში სამხედრო ტვირთის გადასაზიდად ბორნებს იყენებს ხოლმე. ეს ამ პორტში ბორან

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“, ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიე რეინდერსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დრომდე გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის 2,2 მილიარდი გერმანიაშია“, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციების რვა პაკეტი დაუწესა. უკრაინელი პოლიტიკოსებ

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი

ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ დ

როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?

"ამერიკის ბარის ასოციაციის" იურისტი მეთიუ სანდერსონი, რომელიც შეერთებულ შტატებში "ფარას" რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, ამერიკული კანონის არსს და მიზნებს განმარტავს. ის ამბობს, რომ რუსული კანონისგან განსხვავებით, 85 წლის განმავლობაში ამერიკაში "ფარა" სამოქალაქო საზოგადოების არცერთი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული. სანდერსონი ამბობს, რომ კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ ი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშებიდან გამარჯვებული დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს. საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73),

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარებში წირვა ჩატარდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის. რელიგიური ლიტერატურის მიხედვით, მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თაბორის მთაზე იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე დ

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა

შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა. მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ipn

შსს - პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. სამინისტრო ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობა

ოლექსი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებული ოპერაცია იყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გა

ყირიმში რუსული შავი ზღვის ფლოტის შტაბი დაიბომბა

ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, შენობა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. სევასტოპოლის საოკუპაციო მერის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, რაკეტის ნამსხვრევები სხვადასხვა წერტილში დაეცა. იგი აგრეთვე ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო მორიგი თავდასხმა და მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასულიყვნენ ქალა

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურისს თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების პალატა II-მა ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ირაკლი კობახიძე - IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გაყალბებულია. კობახიძე აღნიშნულს სამწუხარო ფაქტად აფასებს. „დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონა

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ. დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის

შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან - გიორგი გახარია (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან:   ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1020469416203145

პარტია “საქართველოსთვის” წევრები მმართველ პარტიას თვითმმართველობის კანონმდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებენ

"რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვდგით ფეხი "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა,მას შემდეგ ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები, ვიმუშაოთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და პროდუქტიულად",  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია საქართველოსთვის" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია წერს.    "ეს რამე თავის მოსაწონებელი, განსაკუთრებული არ გახლავთ და ამიტომ არ ვამბობ,ეს უბრალოდ ჩვენი აუცილებელი ვალდებულებაა. ვიცით ასევე რომ, საქართველოს რამდენ

„ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა...“ - სმენადაქვეითებული კონდიტერი უსაზღვრო შესაძლებლობებით

„დაახლოებით 10 წლის ვიყავი, მშობლებმა რომ კომპიუტერი მიყიდეს და ინტერნეტში ვუყურე საკონდიტრო გადაცემას. ძალიან მომეწონა და მიზნად დავისახე, ამ პროფესიას გავყოლოდი. რადგან სმენის პრობლემა მაქვს და მეტყველებაც მიჭირს, ვიცოდი, რომ ჩემთვის სამსახურის შოვნა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გადავწყვიტე მესწავლა ხელობა და სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამწყებმა კონდიტერმა, აკაკი ცანკაშვილმა. აკაკი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ის სმენადაქვეითებულია, თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებ

რა ღირს? პირადში მოგწერთ - ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია, მიუთითოს ფასი

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლისთვის ფასის საჯაროდ მითითების შესახებ განმარტებას აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის, სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას. ფასის მითითება აუცილებელი არ

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი მომსახურების სააგენტოს ესტუმრა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა ს

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა“

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია

მედია - გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ. „საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა. Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით. ი

,,ვაგნერელები" უკვე ლიპეცკის ოლქში არიან

რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ტექნიკა უკვე მათ რეგიონში მოძრაობს. Telegram-ის არხებზე გამოჩნდა ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ,,ვაგნერელები“ ლიპეცკის ოლქის ელცის რაიონში. ამავდროულად, ლიპეცკის ოლქში სპეცტექნიკით გზების გადათხრა დაიწყეს, რათა ამ თხრილებმა როგორმე აჯანყებული მებრძოლების მოძრაობა შეაფერხოს. როგორც რუსული მედია იუწყება, ქალაქების, ჩაპლიგინსკისა
×
×
  • შექმენი...