Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.053

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანგარიში - საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს

საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს. ამასთან, ფსიქიატრიულ საწოლებს ის პაციენტები იკავებენ, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო - ოჯახის წევრები ხშირად პაციენტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, - ასეთია მოკვლევის შედეგი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვ

ანა ბუჩუკური „ოცნებას“ - თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს

როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტ

ბექა ლილუაშვილი - ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს

ბატონმა მდინარაძემ ვერ მომიყვანა ვერც ერთი სუბიექტი, ვერც ერთი ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელი და გვარი, ვინც ამ კანონს ამ ფორმით მხარს უჭერს. ვერც მომიყვანს, რადგან ასეთი არ არსებობს. ცდილობდით ერთი წლის განმავლობაში ხალხი მოგეტყუებინათ, გადაიხედეთ ფანჯარაში , არ გამოგივიდათ.    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1146394909695961/

ნათია მეზვრიშვილი - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართვ

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირისკენ შემდეგი ნაბიჯის შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება - დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე!

შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, რომელსაც, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალ

KIU-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

შალვა პაპუაშვილი მაიკლ როთზე - 30-წლიან დახმარებას ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როცა ჩამოდიან და სამთავრობო პარტიას კოშმარს ეძახიან - სელფის გამო შეუძლიათ არეულობისთვის გაწირონ საზოგადოება

გერმანიის 30-წლიან დახმარებას საქართველოს მიმართ, ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. გარდა ამისა, პაპუაშვილი ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტე

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისო

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი. თავდაპირველად კენჭი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა ემოქმედა. პრეზიდენტის პროექტი, კენჭისყრის შედეგით 0-მომხრე, 66-წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე

ბექა ლილუაშვილი - როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული (ვიდეო)

როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფალი სიმართლის მოშიში ხელისუფლების როლში.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211521073540656/

მიშა დაუშვილი - “ოცნება” გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის უმძიმესი რეალობა (ვიდეო)

“ოცნება” გახდა ბარიერი და მუხრუჭი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ეს არის უმძიმესი რეალობა.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართვრლოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3642154656026800/

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლი

ნათია მეზვრიშვილი - ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით (ვიდეო)

ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას “ოცნება” აპირებს უკიდურესი კორუფციის პირობებში, სისტემური ძალადობით და ზონდერების გამოყენებით.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/480989664556137/

ლევან გოგიჩაიშვილი - ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის (ვიდეო)

ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის. ძალადობაც და პროპაგანდაც მემკვიდრეობით გადაეცა ივანიშვილს "ნაც.მოძრაობისგან".  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/956261902966678/

პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს - „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - მჯერა, მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის არჩევნებზე - თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად

საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის "გარდამტეხი წელი" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახის წევრები 20 კომპანიაში ფლობენ წილებს, დიპლომატი ამას დეკლარაციაში არ წერს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცეს კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე. TI-ის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო სა

იაშვილის საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები სიმაღლეში იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრით, ზოგმა 4-ით, ზოგმა კი 2.5-ით მოიმატა - ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, პრეპარატმა აჩვენა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც. როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება. „ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენ

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა „ოცნებას“

დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე თ

გიორგი გახარია - მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა „ოცნების“ - არ დაგავიწყდეთ ეს

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში - ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. „მაშინ,

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. „მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირ

ეთერ გოგიტაშვილი - 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია... 2000 წლიდან დავიწყეთ აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი

როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ  ეთერ გოგიტ

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 19:00 საათზეა დანიშნული. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი

ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ვერიფიკაციაგავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია, მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მტკიცებულებებს, რომლებსაც არ ასაჯაროებენ, უმოკლეს პერიოდში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება ან უარყოფა. „პროკურატურამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით, რომ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე - ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან

ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეფერხების გარეშე იმუშაონ. „ეს ზომ

გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა (ფოტოები)

გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე:  
×
×
  • შექმენი...