Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური „ოცნებას“ - თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს


როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტერი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ნაცვლად მოქალაქეებთან საერთო ენის გამონახვისა, ესკალაციის მთავარ ძალას წარმოადგენს.


"ასე რომ არ იყოს, და „ოცნება“ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას წარმოადგენდეს, მისსავე ინტერესებშია ვითარების განმუხტვა, რადგან მთელი პასუხისმგბელობა მოვლენების განვითარებაზე ეკისრება მას, ამ კანონის ხელახლა ინიცირების წუთიდან.. ზუსტად ამიტომ, პირდაპირ მოვუწოდებთ „ოცნებას“, თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც: 1. იცავს ჩვენს ქვეყანას ჩვენი ოკუპანტის აგრესიული გავლენებისგან. 2. გამჭირვალობასთან დაკავშირებით კი - დააწესოს ანგარიშგების საერთო სტანდარტი ყველა გრანტის მიმღებისთვის, იქნება ეს კეზერაშვილის მიერ გაცემული, ივანიშვილის მიერ გაცემული თუ სხვა ვინმეს მიერ გაცემული. ჩვენი პროექტები საჭიროზე მეტად აკმაყოფილებს, ოცნების მიერ თითქოსდა გამჭვირვალობასთან დაკავსირებულ წუხილებს. თუ ისინი ჩვენს კანონპროექტებს მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება მორიგი დადასტურება იმისა, რომ მათი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ ქვეყანაში კრიზისის გამწვავება და მტერი სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმაა. ბოლოს, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მმართველ ხელისუფლებაზე მეტი პასუხიმსგებლობით გამოირჩევიან და ამ ქვეყნის სტატუსის მიღებაში მთავარი როლი აქვთ. ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროვოკაციებს, დაძაბულობბა და პოლარიზაცია, როგორც ვხედავთ, მათ ინტერესშია. და ბოლოს. კი - ევროპას და არა - რუსეთს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...