ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! - ამის შესახებ „ახალი თეატრი“ სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ინფორმაციით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით საპროტესტო მანიფესტს 23 იანვარს გააჟღერებენ.
„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ, სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს. შევხვდებით თეატრის წინ, დავით
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.
მასთან ინტერვიუ „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
თეა გოდოლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს აქვს ბრალი წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, გოდოლაძე ოჯახის წევრზე ძალადობდა. საგამოძიებო უწყებებს გოდოლაძის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიმართა. ბრალი თეა გოდოლაძეს 2023 წლის ივლისში წარუდგინეს, შოვის მეწყერამდე რამდენიმე კ
საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის.
მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიი
"მადლობა მზია ამაღლობელს, მან სრულად გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი ფლიდი მორალისგან."
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1163332311806222
24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად პენსიას ელოდება, რომ წამალი იყიდოს ან ელემენტარული საჭიროებები გადალახოს, ხედავს, რომ პარლამენტის წვერებს 3-ჯერ ან 4-ჯერ ეზრდებათ ხელფასები, როდესაც მათ წლის დასაწყისში მხოლოდ 50 ლარით გაუზარდეს.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1902364073857645
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის
სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”.
„ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინ
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია.
დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენ
ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ბერისლავის რაიონში მტერმა თითქმის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, ტყის ტერიტორია, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო დაწესებულებები დანაღმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ბერისლავის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ლიტვინოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ბერისლავი მთლიანად დეოკუპირებულია.
„ბერისლავის 11-ვე ტერიტორიული თემში უკრაინის დროშა ფრიალებს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ლიტვინოვმა.
მისი თქმით, ახლად გათავისუფლებულ დასახლებ
„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას.
ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკში მიმდინარეობს.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქშია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუარესების გამო დღეს ნაკლები თავდასხმებია, რუსული დაბომბვის შემთხვევები, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალია. დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში თითქმის 400 დაბომბვა განხორციელდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ ღამის ტრადიციული მიმართვის დროს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები ლუგანსკის
რუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში.
გენერალურ შტაბში აცხა
Bloomberg-ის თანახმად, რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თებერვალთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მიწოდება. Bloomberg-ი წერს, რომ მისი მოცულობა დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელიდან 95 ათას ბარელამდე დავიდა.
ქვეყნებმა, როგორებიცაა ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი. პოლონეთი მათ სექტემბერში შეუერთდა. ბალტიის პორტებში დატვირთული ნავთ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც 2023 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.
ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება.
2022 წლის ოქტომბერში კომერციულმა ბანკებმა 243,143 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი სექტემბერთან შედარებით - 7,620 მლნ ლარით მეტია, სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 235,523 მლნ ლარი იყო. ჯამში, მიმდინარე წლის 10 თვეში ბანკების ანგარიშზე 1,775 მლრდ ლარის წმინდა მოგებაა.
2022 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:
იანვარი - 212,695 მლნ ლარი;
თებერვალი - 90,610 მლნ ლარი;
მარტი - 110,181 მლნ ლარი;
აპრილი - 109,394 მლნ ლარი;
მაისი - 159,034 მლნ ლა
კიევში "თითქმის სრულად" აღდგენილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ისევე, როგორც გათბობა და კომუნიკაციები - აცხადებს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია 27 ნოემბერს.
ადმინისტრაცია დასძენს, რომ "გათიშვა კვლავ შესაძლებელია, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო".
რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7177 ლარი ეღირება, ევრო – 2.8161 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2618 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7153 ლარი ღირდა, ევრო – 2.8196 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2638 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ დეკემბერს ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრება ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
“6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ
მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა.
პრემიერის განცხადებით, იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა.
„ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური, ბალნეოლოგი
ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ რუმინეთსა და ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლაზე კვლავ უარი უთხრა, ხორვატიის მიღებას კი დათასნხმდა.
ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება ნიდერლანდებმა და ავსტრიამ დაბლოკეს.
„როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ. ცხადია, ამ საკითხზე, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თემაზე, ჩვენ ერთიანები არ აღმოვჩნდით და ეს სამწუხაროა“, – განაცხადა ევროკომი
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც.
ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“.
როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება.
„ბიბისი“ ცნობით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის შუალედს.
ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შემცირდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ან ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
„საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება ს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.
1tv
ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს. ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.
მფრინავი ობიექტ