Jump to content
Planeta.Ge

ლევან მურუსიძე - სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსის მიღება ფერხდება - რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის


სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”.

„ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩემი აზრით, სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამას ყველა ობიექტური წარმომადგენელი დაადასტურებს. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის მათთან მიმართებაში. სასამართლოც თემის ხელზე დახვევა იმის, გამო რომ საქართველოში სასამართლო არ არის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა.

ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე, მთავარი პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, ეს არის გადატვირთულობა, მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ მოხდა 1-2 დღეში, თუმცა უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა, რომ უახლოეს დროში მოსახლეობის წინაშე პირნათლები წარვსდგეთ, ჩავაბართო ანგარიში, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”,- აღნიშნავს მურუსიძე.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...