საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.
როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი.
„არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეს
მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევ
მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის, რა იქნებოდა ქუჩაში, ვისი ტანკი იდგებოდა და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ დამნაშავის შეფარებით ქვეყანა მიიყვანა იმ წითელ ზღვრამდე, როცა შეიძლება, ყოფილიყო სამოქალაქო არეულობა.
„ერთი რამ უნდა ითქვას და ამას გეტყვით როგორც
სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება.
„განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ.
ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთო
3 თვეში პარტიებმა 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს - 50% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. საუბარია 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ინფორმაციას საერთაშრისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს.
ამავე პერიოდში პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, სულ კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლ
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება.
6 მარტს ITB Berlin-ის გამოფენის გახსნამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
6 მარტს გამოფენის გალაგახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი „პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეა
ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია.
„იცით, რ
ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და და
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.
„რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხი
ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა.
„სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, ს
როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“
დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარიასოციალურ ქსელში წერს.
"ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე", - წერს გიორგი გახარია.
2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ბოლო კვარტალში 42 255 ლარი შემოწირულობის სახით მიიღო პარტიამ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს დაკითხავენ.
როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს. სწორედ აღნიშნული პირი იყო 2005-2007 წლებში კომისიის წევრი და კომისიის სხდომის მდივანი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული ალტერნატივა, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს
კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ი
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას.
"კიდევ ერთხელ, მარტივი ფაქტები ოცნების პროპაგანდის საპირწონედ:
ამერიკული კანონი (FARA, 1938) ლობიზმზეა, ფაშისტურ/კომუნისტურ პროპაგანდას, რუსულ გავლენებს, მტრულ ძალებ
“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ.
„მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს” – ამბობს იგი.
„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე
ფიზიკოსი გია დვალი ეხმაურება “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ “ხალხის ძალის” კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და დემოკრატიულობას. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ანგრევს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას იმიტომ, რომ ეს უკვე გადის ისეთი ქმედებების კატეგორიაში, რომელზეც გარედან რეაგირება შესაძლებელია და აუცილებლად იქნება.
ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ურ
უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.
“მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”.
“მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია.
მანამდე, თ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან სა
დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მუდმივად ვიმყოფები კავშირზე ჩვენს მეთაურებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტუაციას აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, დონბასში. ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად“, - ა
იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა.
კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
გარდა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უკვე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი აღნიშნავს, ეს მეტროსადგური მერიისთვის „აქილევსის ქუსლი“ გახდა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი საუბრობს, თუ სად დაემატება წლის ბოლომდე ე.წ. ბასლაინები.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი განმარტავს, ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დადიანის გამზირზე და ასევე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე დაემატება.
„ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლაინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლაინები