Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.083
  • comments
    0
  • views
    691.518

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.

ანრი ოხანაშვილი „აგენტების შესახებ“ კანონზე - წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ

წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, - ასე ეხმიანება აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული 2 კანონპროექტის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, თუ წუხილი ტერმინოლოგიას შეეხება, ამაზე მსჯელობა შესაძლებელია და დასაბუთებას და არგუმენტებს მოისმენენ, თუმცა, პრინციპი რომ ყველაფერ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

[ე.წ აგენტების შესახებ] კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშ

ლევან დოლიძე - არავის ვუსურვებ, იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რაც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას უკავშირდება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა - ბატონო ლევან, უკვე თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ წარმოადგენთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და დამოუკიდებლად აგრძელებთ საქმიანობას. ამიტომაც, ასე თამამად გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ნეიტრალური პოზიციიდან და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს პ

"როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები" - დათის ახალი ვიდეო ვრცელდება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის ახალი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში. დათის სკოლიდან ვიდეოს ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე აზიარებს. "როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები", - წერს თეა ცხადაძე.   შეგახსენებთ, რომ საზღვარაგარეთ მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ, დათი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და სკოლაშიც განაახლა სწავლა. TIA.GE

მირჩა ჯოანა - ნატო ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის

ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. „მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეებს აქვთ ან არ აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, მაშინ ეს უკეთესი ცხოვრება დემოკრატიული და აყვავებული ევროპის გვ

ანა ბუჩუკური - ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს. მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს. „ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ე

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ. როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება. „წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ა

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის

საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გ

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს თუ მიაწვდის, ვაშინგტონი ოფიციალურ პეკინს სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება. „არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიზეზი, რის გამო

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებ

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ.   სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომე

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს. რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის

FBI-ის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში. მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა. ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2021 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა. “2021 წელს ტერორიზმის მხრივ ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო… 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა”, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველომ 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - 5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში

5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშში წერია. “ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს”, - წერია ანგარიშში

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს „გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მისმა მიღებამ, შესაძლოა, სერიოზულად შემაძრწუნებელი გავლენა იქონიოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე. კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს ეს ან ნებისმიერი მსგავსი კანონპროექტი და ცალსახად აიღოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მრავალფე

სოფიო ხორგუანი - სახალხო დამცველის ოფისში რომ ვმუშაობდით, სული მხოლოდ უცხოური გრანტებით გვედგა (ვიდეო)

სოფიო ხორგუანი: "ქვეყანაში ყველა სფეროში პრობლემაა, რომლის მოგვარების უნარი ხელისუფლებას არ გააჩნია… სახალხო დამცველის ოფისში რომ ვმუშაობდით, სული მხოლოდ უცხოური გრანტებით გვედგა" - სტუმრად „“ჯორჯიან თაიმსში,“ გადაცემა, "ტელეგრამი" - 2023 წელი. 10000000_3351059595154659_8685677250920218959_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პირველად რომ შევხვდით, თავს ვიწონებდით, დღეს ე.წ აგენტების კანონის გამო გვაკრიტიკებს

არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ სანამ იარსებებს კითხვა (როგორ, ორი წლის წინაც ასე არ იყო?), მანამდე მომიწევს შედარებები. სხვაგვარად სიმართლე იკარგება: ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პირველად რომ შევხვდით გახარია, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით და რაც მთავარია, მისი შედეგებით - როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თავს ვიწონებდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვი

იენს სტოლტენბერგი - რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს

რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე განაცხადა. “ცივი ომის დასრულებისას ამ დარბაზში ბევრ დამსწრეს სჯეროდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების აწყობას შევძლებდით. ისევე, როგორც მე. და დღემდე ვთქვი, რომ რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რ

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება

უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მო

დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს. „ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, მიუხედ

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი - ქართული გუნდის მუშაობა შთამბეჭდავია, ძალიან ამაყები ვართ თქვენით!

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ღირსეულად ართმევს თავს მიმდინარე პროცესებს. როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრების დირექტორი, რობი მორესი განმარტავს, ბაკურიანში მოკლე დროში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.
×
×
  • შექმენი...