Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.465

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დავით მათიკაშვილი - არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა!

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა ბენეფიტი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება. ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი. სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ

დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „ფორმულას“ ცნობით, კეზერაშვილი მიუთითებს, რომ ქოლცენტრებთან მისი კავშირის შესახებ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები მცდარია და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია მას შემდეგ არ წყდება. „დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავში

დავით კეზერაშვილი - გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ „ბიბისის“ მასალაში ჩემთან დაკავშირებული ფაქტების უზუსტობა და არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის აპირებს, რომ „ბიბისის“ მასალაში გამოქვეყნებულ ფაქტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს. „მინდა, კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დავით კაჭარავა - ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი

ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა. დავით კაჭარავას კითხვა დაუსვეს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. „გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო. „ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში. პარტიის დატოვების იმ

დავით დოიაშვილი - მოვითხოვთ, ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას!

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერასო

დავით დოიაშვილი - „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ნახავთ რა შეუძლია თეატრს

აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა. დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი,

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მ

დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა

თბილისში, დავით გამრეკელისა და ტაშკენტის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვალა, -ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით გამრეკელის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ყაზბეგის გამზირიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით. „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, გადაადგილების ახალი სქემი

დავით ბლუაშვილი - მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და გიორგი გახარია იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო - ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის

"ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე. პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს. 2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლ

დავით ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სომხეთმა, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა. ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. „ეს არის

დავით აღმაშენებლის ხეივანში სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. IPN

დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს. არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი. „ამის შემდეგ ჩვენ მზად

დავით არახამია ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, კიევის მერს ერთკვირიან ვადას აძლევს

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა. მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება. „კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიო

დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით – მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში. „როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან. ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნ

დავაკავეთ 2 პოლიციელი, რომლებიც ქალის მოტაცებაში მონაწილეობდნენ – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს 2 პოლიციელი, რომლებიც ახალგაზრდა ქალის მოტაცებაში მონაწილეობდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2

დადიანების სასახლის შენობა აღდგება და იქ დაცული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცე მოეწყობა - აშშ-ს საელჩომ სამუშაოებისთვის 300 ათასი დოლარი გამოყო

დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოებისთვის საელჩომ 300 ათასი დოლარი გამოყო. „სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას,“ - აღნიშნულია სა

დადგენილია უკრაინაში დაღუპული 22 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა - BBC და Mediazona

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს. ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლ

დადასტურდა, რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად ბენქსიმ შექმნა

ბრიტანელი Street art არტისტის, ბენქსის სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც კიევშია გადაღებული და სადაც დასტურდება რომ გრაფიტის 7 ნამუშევარი ირპინსა და ბოროდიანკაში ნამდვილად მან შექმნა.   ბენქსი სკანდალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული არტისტია, რომლის ვინაობაც დღემდე გასაიდუმლოებულია.     გასულ წელს Sotheby’s აუქციონზე, პირველად, ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. ამ ნამუშევრის სახელწოდება იყო — „სიყვარული ჰაერშია“. მის ღირებულ

დადასტურდა შოვის სტიქიისას დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება

დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება. ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს: „ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო

დაბა ჩაქვში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული. „როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნ

დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა

წალკაში, მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებული სისხლის სამართლის 259-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლს მოქალაქემ ჯერ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, ცხოველს მიუახლოვდა და სავარაუდოდ, კვლავ ესროლა. იპნ

დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ვანში პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობა ედება. უწყება ამბობს, დაკავებული სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, 62 წლის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
×
×
  • შექმენი...