Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.556
  • comments
    0
  • views
    303.464

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

"ქოლცენტრების" საქმეზე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულს ითვისებდნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს. "ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკ

შონ პენი კიევში ჩავიდა და თავისი "ოსკარი" დატოვა უკრაინის არმიის გამარჯვებამდე

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -

რუსეთი და აშშ ბირთვული ხელშეკრულების ფარგლებში პირველ მოლაპარაკებას გამართავენ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხ

კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს. "ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში. სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება. "NCDC დაინტერესე

ნატოს მომავალი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება

ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში. "ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენ

მობილიზებული რუსი სამხედრო ლუგანსკის ოლქში დიდ დანაკარგებზე საუბრობს

სამხედრო მოსამსახურე კურსკის ოლქიდან, რომელიც არმიაში გაიწვიეს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჰყვება რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე უკრაინის ლუგანსკის ოლქში. მობილიზებული პირის მშობლებთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა გამოცემა "Вёрстка-მ". სამხედროს თქმით, მობილიზებულთა ჯგუფი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს საჭირო წვრთნისა და აღჭურვის გარეშე. ის ამბობს, რომ სამხედროებს შეიარაღება არ აქვთ, არტილერია არასწორი მიმართულებით ისვრის, იარაღი 1985 წელს არის გამოშვებული და ჯარისკაც

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა სავარაუდოდ ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი

რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა. „პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი. როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინა

"უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია."

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის. უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს. „3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს - ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. “ევროკავშირი

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის. “ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომ

2023 წელს სახელმწიფო მედიკამენტების მაქსიმალურ ფასს განსაზღვრავს

2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართვე

ავტოავარიაში დაიღუპა ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი

9 ნოემბერს დაიღუპა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი. წინასწარი მონაცემებით ის ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, იტყობინება რუსეთის ხელისუფლება. ჩინოვნიკის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთი პირველები იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვი, ბლოგერი ბორის როჟინი და სახელმწიფო ტელეარხი RT. რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინ

ბენ უოლესი: ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინის დახმარებას ზამთრის პერიოდში

დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა. როგორც Reuters-ი იტყობინება, უოლესი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად აკვირდება უკრაინელ სამხედროთა წვრთნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქ ლიდში. ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით

ახალი გაზსადენის გადართვის გამო, თბილისში 11 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ახლად აშენებული გაზსადენის ერთიანი გაზმომარაგების სისტემაში ჩართვის მიზნით, ხვალ, 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 11 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 56 (ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 1), ჩოლოყაშვილის III შეს.

რუსეთის ჯარები ხერსონს დატოვებენ

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შესთავაზა, ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და განკარგულება გასცა, ჯარები დნეპრის მეორე მხარეს გადაიყვანონ. შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩი

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში არსებული დასახლებების ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას: ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერს

პეტერ ფიშერი - ევროპული პერსპექტივა არის ძალიან იღბლიანი რამ, გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განაცხადებით, გერმანიას სურს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამები მიმართულია ქვეყნის ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისკენ. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონცეფციას, იდეას და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამი მოთხოვნა. პირველი არის ევროკავშ

ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა

ხერსონიდან რუსული ძალების გასვლას სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ეხმაურება. „რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“,- წერს არესტოვიჩი. მისი თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპი

იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი

გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა დ

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება

„დიდი ოცეულის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, მის ნაცვლად დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. „დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება და მას დიდი ალბათობით, მიწვეული ლიდერის რანგში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, რომელსაც ქვეყანა, ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.   ავტორი - სალომე თორაძე

„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა

რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. არსებობდა შეშფოთებ

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის. ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას.   ავტო

იან ლიპავსკი - პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა ამ აგრესიამ

ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამ
×
×
  • შექმენი...