Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.957

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახაბერ ქემოკლიძე - სახელისუფლებო ტელევიზიებში იწვევენ ყველა პარტიას, მაგრამ ვერ გვიწვევენ ჩვენ, რადგან ზუსტად იციან, რომ მათსავე მოედანზე დავუნგრევთ მათ პროპაგანდას (ვიდეო)

სახელისუფლებო ტელევიზიებში იწვევენ ყველა პარტიას, მაგრამ ვერ გვიწვევენ ჩვენ, რადგან ზუსტად იციან, რომ მათსავე მოედანზე დავუნგრევთ მათ პროპაგანდას. კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892853062955694/

შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა. „ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში. ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდე

გიორგი გახარია - რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა - პასუხისმგებლობას ამ ღალატში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ გაექცევა

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვ

ISFED, TI, საია კალაძის განცხადებაზე: დაუშვებელია პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა. 1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოც

აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე - დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ. „ჯერ ბრალი არ წარუდგენ

ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი - ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს, ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია?

ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. „ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ? რატომ არ გაქვთ რეაქცია ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ცხვირ-პირ დამტვრეულებს რომ ხედავთ? ეს არ არის ქრისტიანობა, რომლის სახელმწიფო რელი

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა. ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. "მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად

გერმანელი მინისტრი - შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული

ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, - წერს შულცე.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა. „ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგე

მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის... ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია

"მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს... მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბი

ნიღბიანებმა „ტვ პირველის" ოპერატორი მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს. ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა. კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ოპერატორს. ისინი ამბობენ რომ პოლიციელები არიან, თუმცა ამის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნიათ. „ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს ს

“დამაწიოკეს” – რატომ გაჩხრიკეს სანდრო ცნობილაძის სახლი

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებულია დაზარალებულად ცობილი ქალის პირადი ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტზე. ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი, დისკები და ა.შ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, უწყების წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას, თქვა, რომ ცნობილაძის სახელი უ

ლევან მურუსიძე - სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსის მიღება ფერხდება - რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის

სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”. „ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინ

RT-ს წამყვანთან, რომელსაც უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს, "თანამშრომლობა შეაჩერეს"

კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში თანამშრომლობას აჩერებს“ არხის რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან. 20 ოქტომბერს, კრასოვსკიმ თავის საავტორო პროგრამაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „ს

იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ

არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელე

გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - აღნიშნა მან. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება. ipn

აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე

გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს:  იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა, - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ გა

კიევი: უკრაინის ჯარებმა შეძლეს რუსეთის იერიშების მოგერიება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა პარასკევს შეძლეს რუსეთის იერიშების შეჩერება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, უკრაინის ჯარებმა 11 დარტყმა განახორციელეს მტრის პოზიციების წინააღმდეგ. ამავე დროს კიევმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Orlan-10 ტიპის დრონი, თერთმეტი Shahed-136 დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა Kalibr-ი. ვინიცის გუბერნატორმა სერჰი ბორზოვმა თქვა, რომ წუხელ ცენტრალურ უკრაინაში მდებარე რეგიონში რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახო

ავტოავარიაში დაიღუპა ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი

9 ნოემბერს დაიღუპა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი. წინასწარი მონაცემებით ის ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, იტყობინება რუსეთის ხელისუფლება. ჩინოვნიკის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთი პირველები იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვი, ბლოგერი ბორის როჟინი და სახელმწიფო ტელეარხი RT. რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინ

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP

ლავროვი ბალიში ჩასვლის შემდეგ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP. ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.reuters.com/world/russian-foreign-minister-taken-hospital-after-arriving-g20-summit-ap-2022-11-14/

სალომე ზურაბიშვილი - დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ სტატუსის მინიჭებაზე „კი“ ეთქვას საქართველოს

საქართველოს პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ „კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან france info-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ

„რასაც ახლა ირანში ვუყურებთ - ეს სახალხო რევოლუციაა“ - ინტერვიუ ნობელიატ შირინ ებადისთან

„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას. ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში

მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევების ტესტირებით შეფასება - რას ითვალისწინებს NAEC-ის ახალი პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საზოგადეობას ცენტრის ახალი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ წარუდგინა. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის და

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. კლინიკის ხელმძღვანელი კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს რომ გოგონა

პოლონეთის სეიმში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დახურვისას რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს

ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესიის ბოლოს, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერ
×
×
  • შექმენი...