Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.887

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლებაში გაუგებარი მიზეზით პოლიციის უხეში ჩარევა“ — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. გუშინ, 2 ივნისს გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებ

მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, ოკუპაციის კანონი არ აქვს დარღვეული - მდნარაძე

„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხ

გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საკითხებსა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა (ფოტოები)

გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მიმდინარე საკითხებსა და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს. ვიზიტის ფარგლებში დუდა მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რა დროსაც განხილული იქნება უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნის საკითხები. ასევე, პრეზიდენტები განიხილავენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში არსებულ ვითარებას და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. ამასთან, ანჯეი დუდა და

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან. როგორც გამყრელიძე აცხადებს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. „ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვ

ბერდია სიჭინავა - ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი (ვიდეო)

ამ ხელისუფლებისთვის ბუნებრივად თავსებადი არ არის ევროკავშირი, რადგან ხელისუფლების მიზანია დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც მხოლოს ინსტიტუტების მიტაცებითა და მათი სრული დაუფლებით არის შესაძლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან.  “ოცნების” ხელისუფლება დაინტერესებულია “ნაც.მოძრაობა” ასეთი დანაკუწებული, დაშლილი არ იყოს, ამიტომ ეძლევა სააკაშვილს უფლება სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს კამპანია და მართოს პარტია.

დმიტრო კულება - რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. „ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმ

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, რზა ხუდიევმა განაცხადა, რომ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   ipn

ანა ბუჩუკური -  „ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი (ვიდეო)

„ოცნებასაც“ გამოვიყენებთ და „ნაცებსაც“, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება - პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის, რომ მუნიციპალურ დონეზე კოალიცია არ იქმნება, ან უვიცია, ან მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGYa-RgHkjeQZJsCAPrfSG0ShHgkbmdjAAAF.mp4

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - მოძრაობა „ხმა"

გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. შსს

„გაუქმდეს მთავრობის განკარგულება" - რესპუბლიკურის ექიმებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, ითხოვენ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება რეორგანიზაციისა და საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ, მათი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ბრძანება/განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ არის მასობრივი დათხოვნა ექიმების, რომელიც უნდა გაუქმდეს. „კომპენსაციებს არ განვიხილავთ, რეორგანიზაცია უნდა შეჩერდეს… ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ახალ შენობას და კლინიკის განახლებას, მაგრამ ულტიმატუმის და შა

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. კერძოდ, ტრანსნაციონალური

პრეზიდენტი - ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში

სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს. მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტა

ბექა ლილუაშვილი - "ნაც.მომ" დაანახა უკვე მთელს საზოგადოებას, რომ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად (ვიდეო)

"ნაც.მომ" დაანახა უკვე მთელს საზოგადოებას, რომ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად, რომელიც მათ ბელადს და ბელადომანიას უკავშირდება. ამ მოცემულობაში ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი, ამიტომ მონაწილეობას ამ ფორმატში არ მივიღებთ.  მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი - „ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული გარდაცვლილის ნაცნობი, 21 წლის მამაკაცია და ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუ

საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან მიგრანტი ქალები | კვლევა

ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”, რომელშიც განხილულია გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაც

ანა ბუჩუკური „ოცნებას“ - თუ გსურთ, რომ ეს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არ გაღრმავდეს და დასრულდეს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივებს

როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც არის რუსეთის მთავარი ინტერესი., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს ოკუპანტი და მტ

სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს. „ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანა

მიშა დაუშვილი -  სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა შეერთებული შტატების და ევროკავშირის კუთხით ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ იმისა, რომ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოვჩნდეთ (ვიდეო)

სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა შეერთებული შტატების და ევროკავშირის კუთხით ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ იმისა, რომ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოვჩნდეთ. საერთაშორისო იზოლაცია ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მარტო ვრჩებით ოკუპანტთან- რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ, რეალური და მყისიერი საფრთხე შეექმნება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და მითუმეტეს ტერიტორიულ მთლიანობას.    მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშ

ბექა ლილუაშვილი - როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული (ვიდეო)

როდესაც ხელისუფლება არღვევს ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანას და წინ ეღობება ამ ამოცანის შესრულებას, ის უკვე ხალხის მხრიდან ლეგიტიმაციის ფარგლებს მიღმაა გასული. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს ხელისუფალი სიმართლის მოშიში ხელისუფლების როლში.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1211521073540656/

ლევან გოგიჩაიშვილი - ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის (ვიდეო)

ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის. ძალადობაც და პროპაგანდაც მემკვიდრეობით გადაეცა ივანიშვილს "ნაც.მოძრაობისგან".  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/956261902966678/

საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა. თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული სა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება. იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს. დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა. „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რო
×
×
  • შექმენი...