Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.674

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დენიელ ფრიდი - საქართველოს იზოლაციის გაღრმავება შესაძლოა „ოცნების“ მიზანიც კი იყოს - მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას და ვემხრობი სანქციებს

მხარს ვუჭერ მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტას, ვემხრობი სანქციებს, რომლებიც დაწესდა და შეიძლება მეტი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც უნდა დაწესებულიყო - მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილსაც, რომელსაც აქვს მტკიცე პოლიტიკური პოზიცია, რომ მას, მისი ე.წ. მემკვიდრისგან განსხვავებით, ლეგიტიმაცია აქვს, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ესმის ის არგუმენტები, რომელიც ქართველ დემოკრატებს და დემოკრატიის მომხრე ქარ

დემოკრატიული ჰაბი თუ არაჯანსაღი მმართველობა, რა ხდება წალენჯიხაში

,,დემოკრატიის ჰაბად“ მონათლულ წალენჯიხაში პარტიული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გახლეჩილ და ისედაც ორ პოლუსად ქცეულ საზოგადოებაში ეს ამბავი ვერავის გააკვირვებდა, რომ არა ერთი მთავარი გარემოება. საქმე ის არის, რომ აქ ერთმანეთს არა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთა ებრძვის. დაპირისპირება, რომელიც ნაციონალებში ჯერ კიდევ მათი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებამ

დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა სააკაშვილის გარემოცვას მიმართონ - ვოლსკი

“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. „მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს” – ამბობს იგი. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე

დემარში კარგი შესაძლებლობაა, ავხსნათ ჩვენი პოლიტიკა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში კარგი საშუალეებაა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილონ. სამხარაძის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებებზე პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდეს. “ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ და რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავენ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა {მ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელ

დევნილთა ნახევარი სათანადო საცხოვრისის გარეშე რჩება – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დევნილი ადამიანის მხრიდან თავის დაწვის  შემთხვევის გამო, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, “გასცენ პასუხი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და წუხილებს”. “ბოლო დღეებში, დევნილთა თემში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმცხადებლების უმრავლესობა რჩება საცხოვრისის გარეშე, მაშინ როდესაც ისინი 30 წელზე მეტია ელოდებიან გრძელვადიან საცხოვრებელს და მათ სახელმწიფოს მხრიდან უარის რამდენიმე ციკლი უკვე

დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში­ დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის

დევიდ ო’სალივანი - საქართველო არ ახორციელებს სანქციებს, შესაძლოა, იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გვესმის სპეციფიკური ვითარება, რომელშიც ქვეყანა იმყოფება

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე მივესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრს და არ უნდა დავუშვათ, რომ სანქციების საკითხი გახდეს ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის გამაღიზიანებელი ან დაბრკოლება. სიამოვნებით ვიტყვი იმას, რასაც ბოლო ორი დღე ვხედავთ ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად ასე არ არის , - ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრეს

დევიდ მაკალისტერი - საქართველოს ადგილი ევროპაშია, კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას

საქართველოს ადგილი ევროპაშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს კომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა აღნიშნა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის საქართველოს განვითარებას და დაასახელა ხუთი პუნქტი. „სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ხელს უშლის ქ

დევიდ ლამი - გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან

გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვ

დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. „არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახო

დევიდ კემერონი - გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება. “ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმა

დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება. გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქ

დევიდ კამერონი - ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალ

დევიდ კამერონი - დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს

დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow რაკეტა გადასცეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „მზად ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, - განაცხადა კამერონმა. ბრიტანელი მინისტრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus რაკეტები მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატე

დევი მეზურნიშვილი - პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქ

დედის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს, რომ ლაზარე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.       „პუბლიკა” ინფორმაციის დასადასტურებლად და დაკავების მუხლის გასარკვევად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.  უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. პუბლიკა

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

დედაქალაქის საკრებულოში „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა, სალომე კობალაძემ, ზაზა თავაძემ და გიორგი შარაშიძემ ფრაქციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.      დეპუტატებმა საზოგადოებას გააცნეს თბილისის მერიაში არსებული კორუფციის, არაეფექტიანი მენეჯმენტის, სატრანსპორტო და ურბანულ პრობლემებთან დაკავშირებული ფაქტები.      პრეზენტაციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები ესწრებოდნენ.

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და

დედაქალაქის ვიცე-მერის ინფორმაციით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგური ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზეა. „ბოლო სტადიაზეა, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ. დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერი კვირის გა

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ანგარიშში, „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები“. ორგანიზაციის გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება. გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობა 1950 წლის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით იზრდება და ზრდამ 2020 წელს 1%-ზე ნაკლები შეადგინა. ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წელს შეიძლება დაახლოებით 8.5 მილიარდამდე გაიზარდოს,

დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა — ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელია ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდება. ამის შემდეგ, მინისტრის თქმით, შეიძლება ბავშვთა კვების მოდელის შერჩევა. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რასაც ახლა ახორციელებს. „როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გვარდება, შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა“, — თქვა მან და დ

დეგნანის თქმით, უკრაინელებისადმი უხვი ჰუმანიტარული დახმარება ცხადყოფს ვის მხარესაა საქართველოს ხალხი

საქართველოს ხალხის უხვი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისადმი ცხადყოფს, თუ ვის მხარეს არიან, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა მედიის კითხვაზე პასუხად. შეკითხვის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ არ სცემენ პასუხს, ვინ მხარეს არიან რუსეთ-უკრაინის ომში. „ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარესაა საქართველოს ხალხი და ეს არის უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა. უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისი ტერიტორიის თავისუფლებ
×
×
  • შექმენი...