"ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GGA-_Bh3otyk7ucAANFG76yfrzYDbmdjAAAF.mp4
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რეს
სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.
შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.
ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარ
ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა "რესპუბლიკელები" უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ.
„ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა
“როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული, მის მიერ დანიშნული პირი გამოიძიებს იმის დეკლარაციებს? “
ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/769579178062693/
ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთ
"სამართლიანი წესრიგი არის ჩვენი მთავარი მიზანი. აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, ადამიანები უნდა შედიოდნენ სამართლიან კონკურენციაში ერთმანეთთან. არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას, არა კერპთაყვანისმცემლობას და ბელადომანიას, რომლითაც ჯერ "ნაც.მოძრაობა" იყო შეპყრობილი, ახლა კი "ოცნება". დღეს არ არსებობს ინსტიტუტები და ერთი ადამიანის პირად ნებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება.”
გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebo
„ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და არავის მივცემთ უფლებას, ამდენი ადამიანის შრომა წყალში ჩაყაროს"
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/303236516137254/
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს.
“ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს!
ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუ
აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში და შვილები, შვილიშვილები გავზარდოთ რუსულ ქვეყანაში.
ნათლად დაინახა მთავრობამ და ყველამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სუფთა, ნათელ მომავალში, ამ მომავალს ჩვენ ვიმსახირებთ და ამ დამსახურების გამო აქ ვართ.
კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/387368520929004/
"ამ კანონით ხელისუფლება პირდაპირ აპირისპირებს ხალხს ერთმანეთთან და ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი უპირობოდ უკან უნდა გაიწვიოს „ოცნებამ“, ამისი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს, ამიტომ ხალხმა მათთან საუბარი უნდა გავაგრძელოთ ქუჩიდან, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს. მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელე ვუთანაგრძნობ დღეს აქციაზე გაყვანილ ხალხს. მთავარია ეს ადამიანები 26 ოქტომბერს ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ. ერთადერთი რაც შეიძლება მოვისმინოთ ივანიშვილისგან არის ის რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონ
პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე.
ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვე
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი ამბობს იმას
აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი.
კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა.
“რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა საქართველოში უპრეცედენტო პროტესტის მისცა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
„4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორ
ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება.
როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.
როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც.
„დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის ში
ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ ყველა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობა არავის გაუვა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7543376972457028
ამ ბიჭებმა გაგვახსენეს, რომ დიდი გამარჯვებები შესაძლებელია და თუ დავიჯერებთ, რომ ეს მიღწევადია, აუცილებლად ასე იქნება.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი,
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862367919119889
აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებ
ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ დ