Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.632
  • comments
    0
  • views
    309.571

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა

ფეხბურთის მატჩის გამო ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს | სია

საქართველო-საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ცნობით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს და როგორც „დინამო არენაზე“, ისე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს მოემსახურება. გარდა ამისა, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ შემდეგი ავტობუსები: N301; N306; N308;

„ნიდერლანდებიდან მოტყუებით გადმოარიცხინეს 128 ათასი ევრო“ — ბრალდებულია 7 პირი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო. გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენ

ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია (ვიდეო)

"ეს არის "ოცნების" რეაქცია სიმართლეზე."   დღეს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1454769975434944/

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს. „მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთ

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას (ვიდეო)

Რა სჭირდებათ ქართველ მაშველებს და რატომ ახსენდება ისინი სახელმწიფოს მხოლოდ ტრაგედიებისას - პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები გიორგი ჭანტურია და ვიკა ფილფანი საუბრობენ საქართველოში სამაშველო სისტემის მდგომარეობაზე, მაშველების საჭიროებებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს სამსახურს გამართული მუშაობისათვის. ვიდეო:   

ბექა ლილუაშვილი - მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის (ვიდეო)

ეს ცვლილებები საარჩევნო წესში, ასახავს "ოცნების" სისუსტეს, მათივე ნაბიჯები აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378525641818765/

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია. განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა. ipn

თემქაზე ბანკთან კაცი დაჭრეს

თემქაზე ლიბერთი ბანკთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. კაცი უკვე დაკავებულია. როგორც ცნობილია, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ბანკში დაიწყო, რაც ქუჩაში გაგრძელდა და ერთი პირის დაჭრით დასრულდა. შსს-ში ,,პუბლიკას” უთხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება. პუბლიკა

ზარქუა: თუ დედას დედა ვერ დაუძახე და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა თავისივე გუნდის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარს უჭერს და ამბობს, რომ, თუ „სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი და დანარჩენი გაერთიანებები”. არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, „კონსტიტუციურმა

მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, 182

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 3 გოლის გატან შეძლო. მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა. იპნ

საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.     ფაქტები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება, 1:0 ხორვატიასთან, 26 მარტს დაფიქსირდა. 1960 წლიდან დღ

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბე

ევროკავშირის საელჩო - საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი. ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში. „საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის

მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, - წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხ

28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

რუსეთმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე დასაჯა სიკვდილით — გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსა

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის

აფხაზეთის ომში დაკარგული 12 პირის ნეშტი ოჯახებს გადაეცა — წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი. როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანი

პაველ ჰერჩინსკი - დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს ვგეგმავთ, მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და 27 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით

ჩვენ გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მათი სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს ისტორიული ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. გადაწყვეტილება 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებ

„…ზღაპრის ბოლო კეთილია“ — როგორ იქცა ეს სიმღერა საგულშემატკივრო ჰიმნად

მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რა ისტორია აქვს ირმა სოხაძის ტექსტითა და გია მაჭარაშვილის მელოდიით შექმნილი სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბე

„ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი“ — ილია II ნაკრებს ულოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მა

გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ. ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხე

კირილ ბუდანოვი - ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან

ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდან
×
×
  • შექმენი...