Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.118
  • comments
    0
  • views
    733.655

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახსნილია ორი ტრანსნაციონალური ფინანსური დანაშაული - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს. სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტში ყალბი რეკლამა განათავსეს და აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული ს

ლიბერალიზმი ჩვენი სუვერენიტეტისთვის შეიძლება პირდაპირი საფრთხე იყოს - თავდაცვის მინისტრი

„[ლიბერალიზმი] პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვის“, – ასე შეაფასა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამოსვლა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენ

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველო

ჯუანშერ ბურჭულაძე - წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი, ან გადამალული იყო. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა. „მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანი

მიხეილ დაუშვილი - არაფორმალურ მმართველებს ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც

არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, არაფორმალური გავლენები და შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში გასანულებელია. „სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში არაფორმალური გავლენების და შავი ფულის არსებობა ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების მხ

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მზად არის, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ამის მოთხოვნა და საჭიროება იარსებებს

აშშ მზად არის, მომავალში მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, თუ ქვეყნისგან შესაბამის მოთხოვნას მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან აშშ მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. „რაიმე ხარვეზი, იარაღის დეფიციტი თუ არის, გვეტყვიან და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, შევავსოთ ეს დეფიციტი“, – განაცხადა ბლინკენმა. გუშინ უკრაინ

მომავალ კვირაში ვითათბირებთ — გაიაშვილი რეისებზე რუსეთში

ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. როგორც მან სააგენტო Avianews.ge-ს უთხრა, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. “ჯერჯერობით [რუსულ მხარესთან] არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას. ძალიან გამიხარდა, რომ ჩ

ვაშინგტონში ქართული აეროპორტების სანქცირების რისკებზე მიანიშნეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს. პატელმა 11 მაისს თქვა: იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ ავიახომალდებში აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებული ავიახომალდები იგულისხმება. ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივ

აშშ მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს

შეერთებულმა შტატებმა კოვიდ 19-თან დაკავშირებული სასაზღვრო შეზღუდვები დაასრულა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე ბევრი მიგრანტის დაბლოკვა გამოიწვია, თუმცა ე.წ. Title 42 შეზღუდვები მაშინვე შეიცვალა თავშესაფრის მიღების ახალი წესებით, რომლებიც უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მიმდინარე კვირაში მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მიღების ახალი წესები გაცილებით გაართულებს შეერთებულ შტატებში დარჩენას. ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მი

ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას. „ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალ

ანა მალიარი - ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელ დამცველებს ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მალიარმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. „მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს-პოლონეთის წარმომადგენლობა ევროკავშირში

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს, - იტყობინება ტვიტერით ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი . პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდებმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ – 80, აშშ – 76.     უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებ

სუსი - გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ე

კახა გოგოლაშვილი - რა არის ვიზის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში ცუდი? - ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დათბობა - აქტორთან აბამ "ფლირტს", რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რაზეც შენი მომავალია დამოკიდებული?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ლაშა ნაკაიძე დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ლ.ნ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფა

კახა გოგოლაშვილი - რა არის ვიზის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში ცუდი? - ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დათბობა - აქტორთან აბამ "ფლირტს", რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რაზეც შენი მომავალია დამოკიდებული?

რუსეთი ახლა ბომბავს უკრაინას, მაგრამ უბრალოდ შესაძლებლობა არ აქვს დაბომბოს პოლონეთი, საფრანგეთი, ბერლინი. ხომ უსმენთ,როგორი რიტორიკა აქვთ რუსებს - წარმოიდგინეთ, არის აქტორი, რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რომელზედაც შენი მომავალია დამოკიდებული და შენ მასთან აბამ „ფლირტს?, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. მისი შეფასებით, სავიზო რეჟიმის

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ!

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები შეხვდნენ! დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს, მამაკაცთა შორის 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ფინალით დაგვირგვინდა. სულ შეჯიბრებაში 58 ძიუდოისტი ჩაება და ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალის გზაზე ოთხ-ოთხი მეტოქე დაამარცხეს. ქართული დაპირისპირების ბედი კი დამატებით დროში გადაწყდა, მაისურაძის მიერ შესრულებული ვაზარით. ლაშა ბექაური მსოფლიოს ტატა

საქართველოში ფრენა 7 რუსულ ავიაკომპანიას სურს

სულ მცირე შვიდმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში პირდაპირი ფრენები განახორციელოს, იუწყება რუსული მედია. როგორც „როსავიაციის“ დოკუმენტშია ნათქვამი, ეს კომპანიებია: „რედ ვინგზი“, „აეროფლოტი“, „სევერნი ვეტერ“, „ურალსკიე ავიალინიი“, „იუ-ვე-ტე აერო“, „სმარტავია“, „პაბედა“. ყველაზე მეტი რეისის განხორციელების სურვილი აქვს „რედ ვინგზს“. მთლიანობაში კი ავიაკომპანიებს სამი მიმართულების რეის

CNN - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მრავალი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow-ი მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინას, რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს. ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ ერთობლივადაა შემუშავებული და როგორც წესი, საჰაერო ბაზირებისაა. მისი სროლის დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია. CNN-ი ასე

პრეზიდენტი - უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს

2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ, ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამასთან ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთა

ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე — ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, რითაც ის სახელისუფლებო პროპაგანდას ეხმიანება რუსეთში „საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის ცხოვრების“ შესახებ. მისი თქმით, ესაა ტყუილი აპელირება ჰუმანიტარულ და ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართულ

კელი დეგნანი - ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის ყოფნით, ახლა გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს

ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ, ახლა გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უ

რუსული „კომერსანტი“: საქართველომ ვიზა გამოისყიდა - რუსოფობია დასრულდა

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის ტურების გაყიდვის აკრძალვა მოხსნა. რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილება სენსაცია გახდა ქართველებისთვის და რიგ შემთხვევაში სკანდალიც კი გამოიწვია. რუსულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ ამ გზით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დათბება. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეაქო, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მას

ნათია მეზვრიშვილი - გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ნათია მეზვრიშვილი (პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე): "გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ეს არის ოცნების საოცნებო შედეგები: უმრავლესობაში ოცნება (თავისი ოლიგარქით), მთავარ ოპოზიციურ პარტიად ნაცმოძრაობა (თავისი ოლიგარქით), შემდეგ პატარა პარტიები, რომელთაგან ბევრი ოცნებისთვის კომფორტულია ოპოზიციაში და რომლებთანაც ოცნება მარტივად შექმნის მართვად კოალიციას და პარტია „საქართველოსთვის“ - რო

Financial Times-ი: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს „დაიკარგა“ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული
×
×
  • შექმენი...