Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, საქართველო რეგიონში მიმდინარე მოვლენების რეალურ სურათს ისევ ამახინჯებს


 ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ, ადგილობრივი კორესპონდენტების თხოვნით, კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ განვლილ პერიოდში ,,საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა.“

აფხაზური უწყება საქართველოს ხელისუფლების მსგავს განცხადებას ,,რეგიონში განვითარებული მოვლენების რეალური სურათის დამახინჯებად და საკუთარ პროვოკაციებსა თუ ჩავარდნებზე პასუხისმგებლობის მეზობელ სახელმწიფოებზე გადაბარების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს.

მილანა წვიჟბას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომელიც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაზე დივერსიას ახდენს და კატეგორიულ უარს ამბობს ,,აფხაზეთის რესპუბლიკასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე.

„ნებისმიერი მცდელობა, არსებულ წინააღმდეგობებს ქართულ-რუსული კონტექსტი მიანიჭონ, არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უკიდურესად ნეგატიურ როლშესრულებას ჰუმანიტარულ საკითხებში და ასევე, აგრძელებს ისეთ ქმედებებს, რაც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...