Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.628
  • comments
    0
  • views
    308.973

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე

თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. “თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინე

ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები (ვიდეო)

პარტია „საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ურბანული ლაბორატორია“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი საუბრობენ თბილისში გადაადგილების პრობლემებზე, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქუტურულ გამოწვევებზე, მეტროსადგურების ეფექტიანობაზე. ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები ვიდეო:   

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა - დაშავებულია ერთი პირი

ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება. იპნ

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს

გიორგი გიგაშვილი BBC-ის სიმფონიურ ოკრესტრთან ერთად დაუკრავს. ამის შესახებ BBC Shows წერს. კონცერტი 16 აპრილს ჩატარდება. გიორგი გიგაშვილი ორკესტრთან ერთად მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს. ორკესტრს ახალგაზრდა იტალიელი-თურქი დირიჟორი  ნილ ვენდიტი უხელმძღვანელებს. შესრულდება იტალიელი კომპოზიტორების, ჯაკომო პუჩინისა და ალფრედო კაზელას ნაწარმოებები. გიორგი გიგაშვილი გასულ წელს BBC-ის ახალი თაობის არტისტების ორწლიანი პროგრამის მონაწილე გახდა, რაც BBC-ის ცნობილ ორკესტრებთან დიდი ბ

დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

IPN ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში პუბლიკას ეუბნებიან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბერდია სიჭინავა ვიქტორ წილოსანს - მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!

“ოცნებას” და კალაძეს, რომელსაც მე-7 წელია ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი ვერ შეუკეთებია, რა თქმა უნდა, მეტროპოლიტენის განვითარების და ახალი მეტროსადგურების აშენების არც უნარი აქვს და არც სურვილი, რადგან, მრავალმეტრიანი ავტობუსებიდან, ალბათ, უფრო მარტივია ატკატების მიღება!" პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ვიქტორ წილოსანს პასუხობს. 

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთავრობამ 7.5 მლნ ლარი გამოყო - განკარგულება

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება. „გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით,

„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“. ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას შსს არ ა

„ოცნების" ხელისუფლების უარი მეტროს გაფართოებას - პარტია "საქართველოსთვის"სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისს 15 მეტროსადგურს პირდება, მათ შორის, მეტროს - დიდ დიღომში

„ოცნების" ხელისუფლების უარი მეტროს გაფართოებას. პარტია საქართველოსთვის / For Georgia სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, თბილისს 15 მეტროსადგურს პირდება, მათ შორის, მეტროს - დიდ დიღომში

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა. „საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის

"საქართველოსთვის" ბრიფინგი თემაზე - “ოცნების” მხილება: როგორ ცდილობს კალაძე, გადაფაროს საკუთარი სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი

„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.   10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმარ

ანდრიუს კუბილიუსი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - ის, ვინც აინიცირებს 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა

ის, ვინც აინიცირებს [რეზოლუციის პროექტს], 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც

უკრაინის წარმომადგენელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს, მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია

რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვი

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. „ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანს

გომელაური ახალ ვერტმფრენზე: ღამე ვერც ეს იფრენს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამით ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს. სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი შსს-ს 12 მარტს გადაეცა. ის ჯერ ქვეყანაში ჩამოსული არ არის. გომელაურის თქმით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. კითხვაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2023 წლის აგვისტოში, შოვში ადამიანების გადარჩენა, H 145 საქართველოში რომ, ყოფილიყო, შს მინისტრი ამბობს, რომ არა. „ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, იქ ყველას გადავარჩენდი

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული 31-ვე რაკეტა ჩამოაგდეს. „21 მარტის ღამეს მტერმა თავდასხმა 11 „ტუ-95“-ის ტიპის ბომბდამშენიდან 2 „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტით და 29 ფრთოსანი რაკეტით განახორციელა. (გაშვების ადგილები - ვოლგოდონსკი, ენგელსი - რუსეთის ფედერაცია)“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეც

პრეზიდენტი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. ამის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს! ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. იპნ

საგამოძიებო მაჩალიკაშვილის და ოჩიგავას საქმეებს შეისწავლის

სპეციალური საგამოძიებო სამსახურს განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეებს შეისწავლის. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 20 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა. საგამოძიებო სამსახური წერს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვ

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პავილიონები 3

საფეხბურთო მატჩის დაგეგმილი ტრანსლაციის გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან დაიწყო და 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. „დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილ

სახელმწიფომ “ქართუს” “გაკოტრების საქმის” საკომპენსაციოდ 7 მლნ-ის ქონება 1 ლარად გადასცა – BM.GE

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ ქართუს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა სახელმწიფოსთან ყოველგვარ დავაზე ბანკის გაკოტრების საქმის ფარგლებში. ამის შესახებ ცნობილი გახდა BM.GE-ის მხრიდან ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც  2023 წელს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისებულ სახელმწიფო ქონებებს ეხება. ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ “ქართუს” 1 ლარად 7 მილიონი ლარი

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატები და პოლიტსაბჭოს წევრები ნინოშვილის 48-ს მაცხოვრებლებს შეხვდნენ - არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე

დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატები ზაზა თავაძე, სალომე კობალაძე, გიორგი შარაშიძე პოლიტსაბჭოს წევრ რუსუდან თევზაძესთან ერთად ნინოშვილის 48-ს მაცხოვრებლებს შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუციას.   მოსახლეობა შველას ითხოვს და ამ დრომდე უიმედოდ ელოდება მერიის გადაწყვეტილებას, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ შენობას.   “მერიამ ხუთი დღით გადაგვიყვანა სასტუმროში, უკვე სამი დღეა გასული, აქ კი არაფერი გაკეთებულა და არც ვიცით როდის და რა გაკეთდება. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ს
×
×
  • შექმენი...