Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.873

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველებს, ეს ნიშნავს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ, სამართლიან არჩევნებს

ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით. „ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს

ევროპარლამენტარ თიის როიტენის განცხადებით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ „საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე ვეტოს არ დაძლევს“. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა“, - წერს X-ზე თიის როიტენი. იპნ

ევროპარლამენტარი ვლად გეორგე - დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს

დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვლად გეორგე აცხადებს. „საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ: მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი! დემოკრატიულმა მთავრობამ თავის ხალხს უნდა მოუსმინოს და არა პუტინის ნეოკოლონიურ დღის წესრიგს. მე ქართველების გვერდით ვდგავარ“, - წერს ვლად გეორგე X-ზე. იპნ

ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი - სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო, ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს - ქართველებს ახალი, სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს

ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, - წერს ვალერი ჰაიერი.

ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი - სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია - მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულ

ევროპარლამენტარი “ოცნების” პარტნიორი ჯგუფიდან ეხმაურება ფონ კრამონზე თავდასხმებს

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს ქართველი ინტერნეტ ტროლების მხრიდან. რეიტენი, რომელიც ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონის ვიდეომიმართვას ქართველი ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციებზე. „ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს

ევროპარლამენტარი - როცა აშშ სანქციებს უწესებს ოლიგარქ ივანიშვილს, ევროკავშირის საბჭო მხოლოდ გეგმებს ამზადებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ. „გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში

ევროპარლამენტარი - ვენეციის კომისია ასკვნის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია

ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“ „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ დ

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას

ევროპარლამენტარებმა დღეს, 1 ივნისს, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას. კანონპროექტი, რომელსაც „საბრძოლო მასალების წარმოების მხარდამჭერი აქტი“ (ASAP) უწოდეს, ევროპარლამენტში მაისის დასაწყისში წარადგინეს და დაჩქარებული პროცედურებით დაიწყეს განხილვა. დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ. კანონპროექტის მიზანია, წარმოება იმ დონემდე გაიზარდოს,

ევროპარლამენტარების გამოხმაურება ზურაბიშვილის სიტყვაზე

ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში. „ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩას

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ EU-ს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს

ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან”. განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალი

ევროპარლამენტარები: ვითხოვთ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტარების დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „კრიტიკულ გზაჯვარედინზეა” და მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმეორებენ მოწოდებას სანქციების შესახებ და სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწფიოებს, ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები. უნდა განიხილონ დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც, აშშ-ის ადმინი

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან შეკრებილებს მსვლელობით შეუერთდნენ. მსვლელობისას დიპლომატებს მოქალქეები ტაშით და ოვაციებით ხვდებოდნენ. ასევე ისმოდა შეძახილები: “საქართველო, საქართველო!”. ინფორმაციისთვის, მოქალა

ევროპარლამენტარები ევროპულ სტრუქტურებს მორგოშიას სანქცირებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი დაჯგუფების, ალტ-ინფოსა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.     „მტკიცედ მოგიწოდებთ , მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ ალტ-ინფოს ჯგუფისა და მის მიღმა მ

ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონ

ევროპა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში გენერატორებს გაგზავნის და ამ მიზნით კამპანიას "იმედის გენერატორები" იწყებს

დღეს ვიწყებთ კამპანიას „იმედის გენერატორები“. 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რუსეთის მიერ ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელების გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს. მან ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ. „ჩვენ ვიჩენთ შესანიშნავ სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ე

ევროკომისიის ხელმძღვანელი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი მზადდება - არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა პუტინს და მის ბარბაროსულ ომს არ დაამარცხებს

უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინ

ევროკომისიის შეფასებით, უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალი 600 მლრდ ევროს უტოლდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისა და ნგრევის საფასური. დღევანდელ. 30 ნოემბრის მიმართვაში, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფ

ევროკომისიის პრესსპიკერი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - მოვუწოდებთ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია, გასული წლის მარტში, იძულებული გახდა გაეწვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, ახლა, წინადადებების „უპირობოდ“ გატანის დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ კვლავ აღადგინა ისინი, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დივერსიას აწყობს“. გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯებს ბრიუსელში მკაცრი შეფასებები მოჰყვა. „შა

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება. ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით. თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებ

ევროკომისიის პრეზიდენტი: განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს EU-ის მისწრაფებები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს და მოუწოდებს მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია. პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. იპნ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მისი მეოთხე ვიზიტია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. „კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავე

ევროკომისიის პრეზიდენტი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს. ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს. FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგი

ევროკომისიის პრეზიდენტი - ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად

ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”. „უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედ
×
×
  • შექმენი...