Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.557

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონ

მიშა დაუშვილი - ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ, რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა

მიშა დაუშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი: საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95%-ზე მეტით გაიზარდა და 245 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. აქედან, 62.2% იყო შრომისუნარიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღეს ვინც ემიგრაციაში მიდის, ისინი არიან დოვლათის შემქმნელი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა შექმნას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ქვეყნიდან გარბიან!  გარკვეულ ნაწილს უწევს ან შეუძლია უკან დაბრუნება, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაა ის,

თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ მიღება გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, თუ ეს კანონი ძალაში შევა, აშშ იძულებული იქნება, გადააფასოს ურთიერთობები საქართველოსთან.  საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსული კანონი

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლებ

მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ინფორმაციით, ალავერდის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ვითარება საგანგებოა და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სამეუფო რეზიდენცია და სიძველეთსაცავიც. „დილით, მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგებოა. ქარბორბალას ძალიან ძლიერი დარტყმა იყო გუმბათზე, ამიტომ სპეციალისტებმა უნდა ნახონ, ხომ არ არის თვალით უხილავი ბზარები. დაზიანებულია სამრეკლოც, მონასტრის ში

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეახოს, ამავე დროს კი, ღიად განაცხადოს, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე არ გავრცელდება

„საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება. შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს. „ჩ

პაველ ჰერჩინსკი - ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვე

პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე - ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსო

ბერდია სიჭინავა - რასაც ხელისუფლება აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად თაობების მიერ აშენებულ ურთიერთობებს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას ფუნდამენტში ანგრევს (ვიდეო)

რასაც ხელისუფლება აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად თაობების მიერ აშენებულ ურთიერთობებს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას ფუნდამენტში ანგრევს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1133559371086261/

ნათია მეზვრიშვილი - ცოტა დეჟავუ მქონდა, ძალიან კარგად მახსოვს, ასე გახსნა ოფისი „ნაციონალუმა მოძრაობამ“ და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწია

ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ დ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ

საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს. „დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პ

გიორგი გაბიტაშვილი - 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა. “11 წელია ვარ გენერა

ფარიკაობის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრით მიმართავს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია აცხადებს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს სანდრო ბაზაძესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს. ქართველი მოფარიკავე დღეს მერვედფინალურ ეტაპზე ეგვიპტელ სპორტსმენთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გამარჯვება ორივე სპორტსმენმა აღნიშნა. გამარჯვებული მსაჯმა გამოაცხადა. გულშემატკივრების შეფასებით, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამარჯვება ეგვიპტელ სპორტსმენს მიანიჭა. გულშემატკივრების პოზიციას იზიარებ

დღეს საგარეო უწყებაში უცხოელ დიპლომატებს EU-ს 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ

დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის. ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრე

თეონა აქუბარდია - ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია (ვიდეო)

"ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/894083105930323/

კაფე „მზიური": მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის, დაველოდებით პირობების გასაჯაროებას

კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა. სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება. კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუა

პრეზიდენტი - საზარელი მკვლელობა, ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას - ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს

საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს. "საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანუ

გიორგი შარაშიძე უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ (ბრიფინგი)

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი შარაშიძის და გარემოსდამცველ ანა გაბრიაძის ერთობლივი ბრიფინგი - დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გადის წყლის ცენტრალური მაგისტრალი, შექმნილი უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ! ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1181330179626963/

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს

ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. „ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი,

ბექა ლილუაშვილი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველთა უმრავლესობა მივიდეს არჩევნებზე და “ოცნებას” არ დავუტოვოთ გაყალბების შესაძლებლობა (ვიდეო)

“ოცნებამ” ბევრი მხარდამჭერი დაკარგა ქვეყნის იზოლაციაში დატოვების გამო, ქვეყნის ევროკავშირში ძალიან სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვის გამო, კორუფციის ყოველდღურობად ქცევის გამო. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველთა უმრავლესობა მივიდეს არჩევნებზე და “ოცნებას” არ დავუტოვოთ გაყალბების შესაძლებლობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8905442666140776/

თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით (ვიდეო)

დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. ივანიშვილმა საკუთარი ფინანსები დააყენა სახელმწიფოზე წინ, რითაც ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი დააზიანა და ეს თავად აღიარა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/860899302857816/

საია: კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრ

ნათია მეზვრიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, გიორგი კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მან დღევანდელ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, ასევე ხელისუფლების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას. ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესში, რაც პროკურატურამ დაიწყო. „გიო

შარლ მიშელი - არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს - გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი გუ

პაველ ჰერჩინსკი - უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა - ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული
×
×
  • შექმენი...