Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.138

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება — ნახეთ განრიგი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში  5 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს  ჩააბარებენ. გამოცდების დეტალური განრიგი: ერთიანი ეროვნული  გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-2

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. „ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ. როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება. „წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ა

ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ - შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შ

ერთი პირი დავაჯარიმეთ, მეორის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - შსს მარტინენკოსა და მახარაძეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს, მეორის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ გუშინ დაწვეს. „თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ და

ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული – ქარელში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ერთადერთი, რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვას არ მივიღებ — რეზო კიკნაძე

„6 წლის შემდეგ ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა“ — განაცხადა პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისა.ს მან თქვა, რომ  თუ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მიმალვას არ აპირებს და გადაადგილების ყველანაირ შეზღუდვას დაეთანხმება, გარდა რუსთაველის გამზირზე მისვლის აკრძალვისა. კიკნაძეს, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად, თქვა, რომ არც ჯგუფურში და არც ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. თავისი სიტყ

ერთადერთი ქართველი, ვინც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა - სლავა მეტრეველი 87 წლის გახდებოდა

30 მაისი სლავა მეტრეველის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მოთამაშე, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი 87 წლის გახდებოდა. სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა. 15 წლის ასაკში დაიწყო თამაში. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი პირველად გორკის „ტორპედოში“ აიყვანეს. შემდეგ წელს კი მოსკოვის „ტორპედოში“ გადავიდა, სადაც გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი და ორჯერ – ვიცე-ჩემპიონი. თბილისის „დინამოში“ 1963 წელს გადმოვიდა. უპრობლემოდ შეეწყო გუნდს და მეორე სეზონში ქართული ფეხბურთის

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რეს

ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძალისხმევა სხვა სწავლებებზე მივმართოთ - აშშ-ის საელჩო საქართველოს წვრთნებში არმონაწილეობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სწავლებაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და ძალისხმევას სხვა სწავლებებისკენ მიმართავენ. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წე

ერთ-ერთი სამინისტროს 3 000-მდე კომპიუტერზე დაყენებული იყო პროგრამა და გროვდებოდა მონაცემები - პერსონალურ მონაცემთა სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არაგეგმური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ სამინისტროში დასაქმებულების კომპიუტერში გააქტიურებული პროგრამა აღმოაჩინა. სამსახურის ცნობით, ამ პროგრამით კომპიუტერით განხორციელებული ქმედებების დეტალური ინფორმაცია გროვდებოდა. სამსახურმა გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში დამუშავებულ მონაცემებს შრომითი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომელთა მონიტორინგის მიზნით იყენებდა ერთ-ერთ დეპარტამენტი (მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი მივლინების დროს აკონტროლებდა თავისი თან

ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია

ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის, მშობელი სოციალურ ქსელში წერს. "რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ",- წერს მაკუნა გოჩიაშვილი "ფეისბუქზე". შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ სექტემბერში განაცხადა, რომ სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ეტაპობრივა

ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ სატრანსპორტ

ერთ წელიწადში რუსების მიერ საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თითქმის 50%-ით გაიზარდა

იანვარში რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,89%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანია BD-GROUP-ის ექსპერტებმა სააგენტო Lente.ru-ს განუცხადეს. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე რუსების მხრიდან მოთხოვნა, 2022 წლის იანვართან შედარებით, 47,39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში პოზიტიურმ

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს

ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ის, სავარაუდოდ, 25 აპრილს გაუჩინარდა.  „ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს მაგრამ კვალზე ვერ გადიან“, - წერს მისი ცოლი, სალომე ქურასბედიანი.  „ხალხო, გაიზიარეთ გთხოვთ, ისე აზრი არა აქვს არც კომენტარებს, არც სმაილებს... რაც მეტი გაზიარება ექნება, მით მალე მივა ადრეს

ერეკლე მეორის დროს აშენებულ გალავანს სატვირთო დაეჯახა და თაღი ჩამოანგრია

სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობი

ერევანში აქციის მონაწილეები ბელარუსთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვენ

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ანტისომხური განცხადების შემდეგ, ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს. სომხური პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკისთვის” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ, 21 აგვისტოს, საპროტესტო აქცია ერევანში, ბელარუსის საელჩოსთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა შენობას კარტოფილი, კვერცხები და პომიდორი დაუშინეს და სომხეთის დატოვება მოსთხოვეს. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნ

ერდოღანმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა მამუკა სეფაშვილს, რომელიც თურქეთში მიწისვრის სალიკვიდაციო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულ ქართველ მაშველებს ხელმძღვანელობდა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში, სპეციალურ ღონისძიებაზე, ერდოღანმა ყველა ქვეყნის მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. „ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრ

ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, თურქეთის პარლამენტს წარუდგინოს შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. “მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემას რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, — დასძინა სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი იმართება. დ

ეპიზოდი #2: სამართალდამცველები. რატომ არის აუცილებელი კრიმინალური პოლიციის რეფორმა - "გახარია საქართველოსთვის"

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:    

ეპიზოდი #16 - გიორგი გახარია: "თავისუფლებაზე დიადი, მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა" (ვიდეო)

ეპიზოდი #16 - გიორგი გახარია: "თავისუფლებაზე დიადი, მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლაა"     

ეპიზოდი #12 - გახარია: „ოცნების“ წევრები დღეს ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის როლს ასრულებენ (ვიდეო)

ეპიზოდი #12 - გახარია: „ოცნების“ წევრები დღეს ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის როლს ასრულებენ    

ეპიზოდი #11: გიორგი გახარია „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე (ვიდეო)

ეპიზოდი #11: „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე:    

ეპიზოდი #1: როგორ შეცვლის გახარიას გუნდი მართლმსაჯულების სისტემას (ვიდეო)

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი საუბრობენ მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული ცვლილებები გარდაქმნის ამ სისტემას რეალურად; რატომ არის აუცილებელი კომპლექსური რეფორმა და არა ცალკეული ნაბიჯები მხოლოდ სასამართლოს ან სხვა მიმართულებით; რას ნიშნავს „სამართლიანი წესრიგი“ და რატომ ვერ მივაღწევთ მას „ოცნების“ და ნაციონალების“ პირობებში.   ეპიზოდი #1: როგორ შეცვლის გახარიას გუნდი მართლმსაჯულების სისტემას.    
×
×
  • შექმენი...