„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს საგამოძიებო სტატია ქართული სამთავრობო მედიების მიერაა შემოგდებული, რათა „ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი“ და რიკოთზე არსებული ვითარება გადაიფაროს.
საუბარია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს.
პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას:
„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან (პენტაგონი) გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ან უკვე მიაწოდა კიდეც, იუწყება „როიტერსი“.
დოკუმენტის თანახმადვე, ოფიციალურმა ბელგრადმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ მიაწოდა კიევს იარაღი და აღნიშნა, რომ აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალშიც განაგრძოს მიწოდება.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, სერბეთი, რომელსაც რუსეთთან ისტორიული, კულტურული და სხვა კავშირები აქვს, საკუთ
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის ხვალიდან, 13 აპრილიდან გაიხსნება, – ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეტარტამენტი ავრცელებს.
„თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტ
მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი! რეაგირებას ველოდები - ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის, ლობისტური სქემის?! - ასე მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
ზარქუა BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული.
„დარწმუნებული ვარ
რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა, მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედროს ტყვეს თავს აჭრიან.
ზელენსკის თქმით, ეს არ არის ერთი ეპიზოდი და ერთი შემთხვევა, ეს ვიდეო ასახავს იმას, რაც რუსეთს სურს ნორმად და ჩვევად აქციოს - ადამიანის სიცოცხლის განადგურება.
უკრაინის პ
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაი
ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.
ამ ეტაპზე, კლინიკის თანამშრომლები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რამდენად აუცილებელია კლინიკის შენობის ნაწილის დემო
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 9
შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში, ეს
BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა.
სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები.
BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო.
8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორ
ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 12
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ.
“11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს,” - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მათი ცნობით, აზერბაიჯ
რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი
შეიზღუდოს სამთავრობო ავტომობილების „ბასლაინებში“ გადაადგილება! – ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძემ დააყენა.
„გარდა იმისა, რომ ავტობუსის ზოლში, ე.წ. ბასლაინში დიდი რაოდენობით ავტომობილების გადაადგილება უსამართლობის განცდას იწვევს თბლისელებში, რომელთაც საათობით უწევთ საცობებში დგომა, უსაფრთხოების კუთხითაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გასაგებია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მანქანებს სა
"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.
"დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო
კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული.
ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბ
რუსმა „აქტივისტმა“, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
რუსული მედიის ცნობით, ბოროდინმა განაცხადა, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სახელმწიფო ორგანოებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“ და თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 12 აპრილის სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.
ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში.
ხვალვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
ცნობილმა ჟურნალისტმა და უეფას მედიაოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ გამოსცა წიგნი „მოვლენა სახელად გუცაევი“, რომლის პრეზენტაციაც „მიცუბიშის“ ცენტრში დღეს გაიმართა.
ღონისძიების პარტნიორი იყო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. წიგნის პრეზენტაცია უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტის“ წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის 70 წლის იუბილეს.
„ნებისმიერი ადამიანი, ვისაც
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.
„უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა
სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელშიც საუბარია სეულის შეშფოთებაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, ყალბია.
ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა როგორც „ძალიან სერიოზული“ მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეი
პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სპორტული ორგანიზაციები) ჩართვა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ობიექტების რეგისტრაციას იწყებს.
დედაქალაქის მერია, 60 წლის და ამავე ასაკს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ს