რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.
მანამდე, 24 ივნისს, რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ „ორმა მოზარდმა, რომლებიც ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი, ცეცხლი გახსნეს“, დაჭრ
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას 5 და 6 ივნისს წერილებით მიმართეს, რომლებზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ისინი განცხადებების შინაარსს ასაჯაროებენ და მისგან პასუხს მოითხოვენ:
„1. როდის დაარეგისტრირებთ მედიკამენტ ვოზორიტიდი (Voxzogo) საქართველოში. პრეპარატს აქვს FDA და EMA ლიცენზიები, რათა არ შეფერხდეს მისი ქვეყანაში შემოტანა და ჩვენი შვილებისთვის მკურნალობის დაწყება?
2. რა სახის სამედიცინო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეთ აქონ
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი – დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.
კანდიდატები კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო, დეპუტატებმა მოუსმინეს თავად კანდიდატებსაც.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.
7 ი
ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა წყალწაღებული ოცნების საუკეთესო მაცოცხლებელია, დაელოდეთ მისი ბოლო პოსტზე (კავკასიის გამოცოცხლებაზე) ხელისუფლების პასუხს. აი ასე იქმნება სახელისუფლებო ნარატივი „დასავლეთს ომი უნდა“. ასე იქმნება ოცნების სამარცხვინო fake სტრატეგია - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, უარესი გელოდებათ ნაცების სახით. ორივე ერთმანეთზე უარესია.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე - ნათია მეზვრიშვილი.
დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა!
ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს!
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა.
Facebook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ადვოკატებმა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს - მორალური ზიანის სახით ისინი 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვენ.
"პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი დისკრედიტაცია, დემონიზება, შეურაცხყოფა. ამ კამპ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი).
ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის სურათებს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე აქვეყნებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები. ისინი წერენ, რომ ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.
მიხ
რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რითაც რუსეთში „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ განხორციელებულ ამბოხების მცდელობას გამოეხმაურა.
„შაბათ-კვირის მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა,
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულა
"ვაგნერის" ბოევიკებმა, ამბოხების დროს, რუსული IL-22M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Oryxspioenkop-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავდროულად, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, რომლის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. კადრები მოწმობს, რომ IL-22M-სგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა.
ამასთან, რუსი ჟურნალისტი, ირინა კუკსენკოვა „ტელეგრამში“ წერს, რომ რომ აღნიშნული IL-22M ტიპ
- რა ვითარებაა სკოლებში
- როგორ ექცევა განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი - რუსუდან თევზაძე
356155005_1472893323445737_5461265967697010698_n.mp4
პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი მიმართავს თავდაცვის მინისტრს, წარდგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და სათანადოდ განმარტოს ვაზიანის სამხედრო ბაზის მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა და შესაძლო რისკები.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რის შემდეგაც არ მოგვისმენია არანაირი ოფიციალური განმარტებ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.
"ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რ
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.
„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამ
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს.
„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმ
კიევის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კილომეტრამდე წინ წაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ჯარის აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც kyivindependent წერს, უკრაინული მხარის განცხადებით, მართ ჯარს სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებზე 600-დან 1000 მეტრამდე წინსვლა აქვს.
გამოცემა წერს, რომ დღის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა 186 სამხედროს განეიტრალება შეძლეს, 224 დაჭრეს, 8 კი დააკავეს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მო
“გალში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად სთავაზობენ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებს.
როგორც DRI აცხადებს, ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის
დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა.
ოფიციალური ცნობითვე, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
“ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშ
ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს.
მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილი გამომძიებლის ოჯახმა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს შეატყობინა. შუბითიძე გუშინ ღამით კახეთში დააკავეს.
სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრ
2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,690 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტ
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს
“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
„ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი.
გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
იპნ