Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.412

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად ათ აპარატს ვანადგურებთ

ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კარგი სიახლეები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ირანს კავშირი

ვოლოდიმირ ზელენსკი - იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებაზე ფიქრობენ

იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კვირას მას სატელეფონო საუბარი ექნება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, რომელშიც პოლონელი პრეზიდენტის გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას განიხილავენ. “ხვალ პოლონეთის პრეზიდენტთან მექნება საუბარი

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და სარაკეტო დარტყმებით ბლოკადას გააგრძელებს, უკრაინა იმავეს გააკეთებს - თუ სროლას გააგრძელებენ, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წ####ბი, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წ####ბში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება. "თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრა

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი დაკარგავს კონტროლს ცაზე, ის დაკარგავს მთელ ძალას ბრძოლის ველზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა რუსეთს ჩამოართვას ცის კონტროლის უნარი და უზრუნველყოს, რომ მტერმა დაკარგოს ძალა ბრძოლის ველზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა შვედეთის ყოველწლიური ეროვნული კონფერენციის „საზოგადოება და თავდაცვა“ მონაწილეებთან ონლაინ საუბრისას გააკეთა. კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტზე სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა მტერს ჩამოართვას ცის კონტროლი და საჰაერო დარ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია. „ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული“, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თანამშრომლობის ახალ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დონეზე გადავედით - სტოლტენბერგს წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ საბჭო და უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება

შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - „უკრაინა-ნატოს” საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზაა ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად

ზოგიერთ სფეროში კანონიერების გარანტიის ერთადერთი გზა არის ხელმძღვანელების შეცვლა ინსტიტუციური ცვლილებების დანერგვასთან ერთად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. „მადლობა ყველა სამართალდამცველს, რომლებმაც დღეს აჩვენეს კანონისა და სახელმწიფოს ძალა. მადლობა უკრაინის მთავრობას სწრაფი საკადრო რეაგირებისთვის. კერძოდ, დღეს საბაჟოების ხელმძღვანელები გაათ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში, საქართველოში, ვხედავთ, თუ როგორ არიან ეს ქვეყნები, თუმცა სხვადასხვა გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს - ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, - „ინტერფაქს-უკრაინას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში. ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ არიან ეს ერები ჩათრეული, თუმცა განს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე, ვხედავთ ტერორისტი სახელმწიფოს განზრახვებს და ვუპასუხებთ

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. „ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობის გლობალური სამიტი შემოდგომაზე ჩატარდეს

უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი უბრალოდ იშლება

ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის“ რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლები

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი

ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. “ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ დ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო - დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყბს ხელს. „დღეს სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა

დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა. „სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობები

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ - სრული ქაოსი

დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. „დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭი

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს - რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება

მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. „ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსო

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის მიერ

დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ. „ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გა

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, გასულ დღე-ღამეში ასამდე თავდასხმა მოვიგერიეთ - არ ვნებდებით, ყველგან ვპასუხობთ მტერს

დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლები დღემდე გრძელდება, საომარი მოქმედებების შერბილება და შესვენება არ მომხდარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსების ასამდე თავდასხმა მოიგერიეს. „ყველა ჩვენი მებრძოლი, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს დონბასში, ნამდვილი გმირია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინელები მოწინააღმდეგეს ფრონტის არცერთ ნაწილში არ ნებდებიან. „ფრო

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, ოკუპანტების საშინელ ზეწოლას უძლებენ. “მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ - ეს მადლობის სიტყვებია ყველა თქვენგანისთვის. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც ეხმარება და აღწევს ჩვენი ქვეყნისთვი

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა რთული და მწვავეა და მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს. „ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნ
×
×
  • შექმენი...