Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    902.129

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზაზა თავაძე - დღეს, სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს ივანიშვილი და მის დაკვეთებს ასრულებს ჩინჩალაძე-მურუსიძის მეშვეობით (ვიდეო)

დღეს, სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს ივანიშვილი და მის დაკვეთებს ასრულებს ჩინჩალაძე-მურუსიძის მეშვეობით. ზაზა თავაძე., პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1147771196435039

ზაზა თავაძე - დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს - პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს

მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ

ზაზა თავაძე - დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა

"ქართულმა ოცნებამ” რომ ქვეყნის ძირითადი კანონის 24-ე მუხლით გარანტირებული არჩევნების კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, საქართველოს ცივილიზებული ევროპული მომავალი მოპარა თითოეულ ჩვენთაგანს, ფაქტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე წერს. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხ

ზაზა თავაძე - დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას (ვიდეო)

"დაშინების მცდელობა, ცემა და ძალადობა პირდაპირი პასუხია იმისა, რომ ხელისუფლება თავად შეშინებულია და მსგავსი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას."  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798873098865113/

ზაზა თავაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი და ძირეული რეფორმის შესახებ, მალე მოახდენს აშშ-ს მიერ კორუფციიისთვის დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის სასამართლოდან დემონტაჟს

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი და ძირეული რეფორმის შესახებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან მალე მოახდენს აშშ-ს მიერ კორუფციიისთვის დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის სასამართლოდან დემონტაჟს!"  ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2595124305

ზაზა თავაძე - გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი

„გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - ზაზა თავაძე 14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე"   ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო

ზაზა თავაძე - გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას"

დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ

ზაზა თავაძე - გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა

გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა და გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, მათი უფლებების შელახვაში. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/773888138029842/

ზაზა თავაძე - აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია

"აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად,

ზაზა თავაძე - „ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე, მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება (ვიდეო)

„ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე და მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის\" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1013356053919059

ზაზა თავაძე - “ოცნება” გადაიქცა კოშმარულ ზღაპრად (ვიდეო)

“ოცნება” გადაიქცა კოშმარულ ზღაპრად, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ებრძვის და აშინებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმ დონეზე არიან უკვე ევროპელები, რომ მათ ესეთი ბოროტი ზღაპრებით ვერ შეაშინებ.    ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7287986694662654/

ზაზა თავაძე - "ოცნება" პირადი გადარჩენისა და რუსეთის ეგზისტენციალური შიშის მოტივით, მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი რუსეთისკენ მიმართოს

ისტორია გვასწავლის, რომ ავტოკრატიებს და დიქტატურებს აპრიორი ცუდი დასასრული აქვთ... მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტები შეიკრიბნენ დღეს ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც განიხილებოდა ლუკაშენკოს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე და მიგრანტთა კრიზისზე საერთაშორისო მართლმსაჯულების პერსპექტივების მხრივ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბი

ზაზა თავაძე - "ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა (ვიდეო)

"ოცნება" არის ძალაუფლების დაკარგვის შიშში, რადგან მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1045174107247404/

ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნ

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ. ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი". ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“. 2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლი

ვხედავთ საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის - ბიერი

საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა. შესწორება: თავდაპირველად მასალაში  შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა.  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც

ვხედავთ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნებისადმი — ატლანტიკური საბჭოს წევრი „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი აღნიშნავს, რომ არსებითი საფუძველი არსებობს, ამერიკისა და ევროპის მთავრობებმა არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომ საქართველო უჩოქებს მოსკოვს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასწორი გზით მიდის. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევითა და სტუმრებში „ქართული ოცნების“ ვე

ვხედავ პოლიტიზირების საფრთხეს - პაპუაშვილი ციხეში დეპუტატების არშეშვებაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო. ანა ნაცვლიშვილის პასუხად შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და პატიმრის მონახეულება არაა დეპუტატის უფლება, ესაა პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. პაპუაშვილი ამბობს, რომ „სამწუხაროდ ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან“ და ც

ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე - ჯიპას სტუდენტური მოძრაობა

ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უარი თქვამ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი სტუდენტები უერთდებიან საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და წყვეტენ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.

ვშიშობთ, დროს ხელოვნურად წელავენ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი

„შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში. აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 3 დღის წინ ჩატარდა. ქეთევან ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას. გარდა ამისა, მშობლებს ა

ვუსამძიმრებ "ოცნებას"... ოდირმა ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა - ნათია მეზვრიშვილი

ვუსამძიმრებ "ოცნებას" - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნას.  მისი თქმით, ოდირმა ამ დასკვნით საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა.  ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. დასკვნაში საუბარია ხმ

ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით - სუბარი

უმრავლესობის წევრი და პრორუსული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობების განცხადებას ეხმაურება. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამ

ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

ვუერთდებით მოწოდებებს დარღვევების სამართლიან გამოძიებაზე - მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. მილერის განცხადებით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას სამართლიანი შედეგების შესახებ. „შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან
×
×
  • შექმენი...