Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.169

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტარი - ვენეციის კომისია ასკვნის, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია

ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“ „ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ დ

ენმ: ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, დაზიანებულია ინვენტარი, მონაწილეობდა ასამდე თავდამსხმელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.   პუბლიკა

დმიტრო კულება - მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება

მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც ახალი ომი შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მიზანი მხოლოდ ომის დასრულება არ არის, არამედ ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იქნება, ხოლო ახალი ომი შეუძლებელი. გამარჯვება ეს იქნება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართლი

ევრო 2024 | უეფა-ს ოფიციალური გვერდი - საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა. „ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს. მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორ

კახაბერ ქემოკლიძე - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494

მიშა დაუშვილი - “ოცნება” დღეს სახელმწიფო ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს და მათი გაუაზრებელი პოლიტიკით მივყავართ საერთაშორისო იზოლაციამდე (ვიდეო)

“ოცნება” დღეს სახელმწიფო ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს და მათი გაუაზრებელი პოლიტიკით მივყავართ საერთაშორისო იზოლაციამდე. მიშა დაუშვილი,საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2170996449941443/

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა

თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. "48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და სატელიტი პარტია, „გირჩი“კარგად ეხმარება - ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს

მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება. „მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდ

„ევოლუშენი": გავრცელებული მიმოწერები მიუღებელია, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ ევოლუშენის გუნდს

„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“. 12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ

ლევან გოგიჩაიშვილი -  26 ოქტობერს საარჩევნო ბიულეტინში იქნება ორი “ნაც.მოძრაობა”, ბიძინას “ნაცები” და სააკაშვილის “ნაცები” (ვიდეო)

26 ოქტობერს საარჩევნო ბიულეტინში იქნება ორი “ნაც.მოძრაობა”, ბიძინას “ნაცები” და სააკაშვილის “ნაცები”, ივანიშვილის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე არის ყოფილი “ნაც.მოძრაობის” ინფრასტრუქტურა, ამიტომ საზოგადოებას უნდა დავანახოთ რა არის სწორი არჩევანი და სწორი არჩევანი არის “საქართველოსთვის”.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400229185877129/

შალვა პაპუაშვილი - ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“ - თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია და ვერ ხედავთ

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუ

ბექა ლილუაშვილი - შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა!

შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს. "ამი

ყოფილი ელჩი ამბობს, თუ ვის დაეხმარება ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. „ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნი

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება

მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს. ამ თემაზე

ჯიმ რიში - ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი

თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში

გახარია - ელოდებიან როდის ჩაუვარდებათ ხელში ძალაუფლება... ვერ მივართვით, ვერც "ოცნებას" და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას", აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს

"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენც

ბერდია სიჭინავა - არასდროს ჩვენი პარტიული ინტერესი არ დადგება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა (ვიდეო)

ვფიქრობ, ალიანსის შედგომაზე საუბარი უადგილოა. ეს არის დისკუსია, რომელიც, რეალურად, დღეს დაიწყო და ამას არანაირი წინაპირობა და პროცესი არ უძღოდა წინ, ეს იყო პრეზიდენტის შემოთავაზება... არასდროს ჩვენი პარტიული ინტერესი არ დადგება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა.  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223992045511547/

გუჯა ხოკრიშვილი - იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას (ვიდეო)

“ოცნება” საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას. გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069247177934436/

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ (ვიდეო)

დღეს “ოცნება” დაცლილია ფასეულობებისგან და მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობს.     “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ.     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/544793287928294/

ნათია მეზვრიშვილი - ცესკოს თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო ხმის მიცემის ფარულობა და პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიების პარტაქტივით დაკომპლექტებაზე. იძიებს თუ არა ამას პროკურატურა?

ცესკოს თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო ხმის მიცემის ფარულობა და პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიების პარტაქტივით დაკომპლექტებაზე. იძიებს თუ არა ამას პროკურატურა? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1289045845624073

ესტონეთის პრემიერი - უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს

საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება. „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმ

ანა ბუჩუკური - გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა (ვიდეო)

გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს. რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789

შსს-ს ცნობით, გასულ ღამით აქციაზე 107 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“,- ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, 107 პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდ

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზ

„დიდი შვიდეული“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცებას გმობს და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის გადაცემას მოითხოვს

„დიდმა შვიდეულმა“ რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობის გატაცება დაგმო და სადგურზე სრული კონტროლის უკრაინისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების განმეორებით გატაცებას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადასცეს ზაპოროჟიეს სადგურზე სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას“,
×
×
  • შექმენი...