Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.246

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. განხილვის დროს, ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაა

რომის პაპი - დაე, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს

პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა. მედიის ცნობით, კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა "საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს. „დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა

გახარია - დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისმგებლობაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც ოცნება სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს., - აცხადებს ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია. მისი თქმით, ქართველი ხალხი აუცილებლად დაიცავს ქვეყნის თავისუფლებას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს.   "ვინმეს თუ გონია, რომ ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის განვითარების ვექ

უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა “ქართული ლეგიონის” ლიდერი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

26 მაისის აღსანიშნავად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (არ ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლმა და უმაღლესმა იერარქმა ეპიფანემ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. “ქართული ლეგიონი” უკრაინის არმიაში შემავალი უცხოელთა ყველაზე დიდი დანაყოფია. მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ლეგიონში 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე მებრძოლი ერთიანდება. netgazeti

„ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო“ - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს. გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წე

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. "500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მა

დავით ხიდაშელი - ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია. როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა. „ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეც

“ჩანს, რომ ეს [საავადმყოფოს დაბომბვა] სხვების გაკეთებულია და არა თქვენი” – ბაიდენი ნეთანიაჰუს

როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.  “ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ

გახარიას პარტია ბალდის კანიონის საკითხის განსახილველად მარტვილის მერს საკრებულოში იბარებს!

ბალდის კანიონთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბალდის მოსახლეობა აპროტესტებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორიის აუქციონის გზით 40 წლიანი იჯარით შ.პ.ს. „კანიონი 350“-ს გადაცემის საკითხს. მარტვილის საკრებულოს ფრაქციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის აკაკი ხუნწელიას განცხადებით, ამ წუთებში ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მოსახლეობა ინვესტორს სამუშაო

პრეზიდენტი - ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში - ჩემი იმპიჩმენტიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა

ბიძინა ივანიშვილს არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო - შესაძლოა, უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა თავადაც ისე, როგორც პრემიერი, რომელმაც ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანი

მიშა დაუშვილი - “ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან... (ვიდეო)

“ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან და არც 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვაგვარად სტატუს-ქვოს ვერ შევცვლით.”  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 404709110_1253676515305188_8449929186682426465_n.mp4

პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს - ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიი

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი (ვიდეო)

"ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. სად არის საუბარი ლაგუნა ვერესთან, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ამაზე იმიტომ არ საუბრობს, რომ თავისივე ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული."      ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3608842902777510/ 

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი,

ბექა ლილუაშვილი - "ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბებით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, სწორედ ამიტომ სჭირდება მას კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, საარჩევნო კომისია, კონტროლირებადი ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური...

"ოცნება" ცდილობს არჩევნების გაყალბებით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება, სწორედ ამიტომ სჭირდება მას კონტროლირებადი სახელმწიფო ინსტიტუტები, გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო, საარჩევნო კომისია, კონტროლირებადი ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური და ა.შ."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმდჯომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1342139129747075/

გაერო-ს წარმომადგენლობა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას - მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიწვიოს პროექტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო - გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს

გერმანია სასწრაფოდ გადასცემს უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" პირად გვერდზე ავრცელებს. „გერმანიას სასწრაფოდ მიაწვდის უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. მას საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებთან დამატებით მივაწვდით, რომელიც [უკრაინას] უკვე გადაეცა და რომელთა გადაცემაც იგეგმება", - წერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრო. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვ

ლევან გოგიჩაიშვილი - ვინც ამ ქვეყანაში ევროპულ გზას უშლის ხელს, ისინი არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება არის დასჯადი, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა (ვიდეო)

ვინც ამ ქვეყანაში ევროპულ გზას უშლის ხელს, ისინი არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება არის დასჯადი, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798651692211095/

ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს, რადგან ის ხალხს ეხება - პირველი იქნება ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინება

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩევლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოსთვის გაფრთხილებაა და პირველი შედეგი, რაც შესაძლოა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას მოჰყვეს, არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა იქნება. საბანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უახლოეს მომავალში შეუჩერებს და ფ

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდისთვის მთავარია მაქსიმალურად პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური რისკები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იქნეს აცილებული

"ჩვენი გუნდისთვის მთავარია მაქსიმალურად პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების რეალური რისკები, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თავიდან იქნეს აცილებული. „ოცნებამ“ ვერ აუხსნა საზოგადოებას, რომ ეს კანონი რუსული არ არის, ვეღარც აუხსნის. თუ მართლა გამჭირვალობა უნდოდათ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ კანონპროექტს გაიტანდნენ. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ სამოქალაქო სიმშვიდე. თავიდან უნდა ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის საფრთხეც ძალიან რეალური

როგორც კი ქვეყანა მეგობრების გარეშე რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ავტომატურად მთავრდება სუვერენიტეტი – დაუშვილი

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანას იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს. მისი თქმით, თუ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ქვეყნის სუვერენიტეტი ავტომატურად დამთავრდება. „მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი  მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი და გარანტი არიან, გვეუბნებიან, რომ თქვენ თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებითო. ამის მერე ვინ უ

ნათია კუპრაშვილი - დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა - საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.   ნათია კუპრაშვილის განმარტებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანა

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება. „გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ბექა ლილუაშვილი -  “ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს (ვიდეო)

“ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც. “ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com

პრეზიდენტი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ
×
×
  • შექმენი...