Jump to content
Planeta.Ge

როგორც კი ქვეყანა მეგობრების გარეშე რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ავტომატურად მთავრდება სუვერენიტეტი – დაუშვილი


პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანას იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს.

მისი თქმით, თუ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ქვეყნის სუვერენიტეტი ავტომატურად დამთავრდება.

„მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი  მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი და გარანტი არიან, გვეუბნებიან, რომ თქვენ თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებითო. ამის მერე ვინ უნდა დაგიჯეროთ, რომ ევროკავშირში შეგვიყვანთ.

ყველაზე მძიმე ისაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული,  მზად ხართ, რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რატომ? – იმიტომ, რომ როგორც კი ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში ,და ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს, როგორც კი ქვეყანა დარჩება მეგობრების გარეშე, რუსეთთან ერთი-ერთზე, ზუსტად იცოდეთ, რომ იქ ავტომატურად მთავრდება სუვერენიტეტიც, დამოუკიდებლობაც, ტერიტორიული მთლიანობაც და სხვა დანარჩენი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


გუშინ, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.

კონტრაქციის ლოზუნგი იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“  დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.

“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.

ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.

ივანიშვილმა თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი — უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის თქმით, ისინი ლიდერებად „ენჯეოების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნნენ“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...