Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.926

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნი

თანამშრომლების გათავისუფლებაზე პოზიციის დაფიქსირების გამო გამიშვეს - საჯარო მოხელე

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. „წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძ

თანამდებობის პირებს ქონებრივ დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ - 4 000-დან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ზღვრული ოდენობა, რაც დეკლარაციაში უნდა აისახოს

თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ხარვეზის გამოსასწორებლად 1-თვიანი ვადა ექნებათ. ამასთან, 4 000 ლარიდან 10 000 ლარამდე იზრდება თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის ზღვრული ოდენობა, რაც ქონებრივ დეკლარაციაში უნდა აისახოს. ამას “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია თ

თამარა წულეისკირი წერს, რომ ყველამ წაშალოს Facebook-დან, ვინც მის ქმარს მოღალატე უწოდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის. დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. „ჩემი „friend-ების“  საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარს

თამარ ხვედელიანი - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში (ვიდეო)

კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/

თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, პოლიტიკური მხარე გამხდარიყო - ეს არის უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის, არა სალომე ზურაბიშვილის

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, იმის გამო რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. როგორც ჩუგოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა რამე ფორმით ხელი შეუშალა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მისივე განმარტებით, პარლამენტის წ

თამარ ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილზე: ეს იყო რუსეთის და პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა

,,ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა. ,,ახლა გავლენის აგენტებზე კანონის მიღება უნდათ, ხომ? ეს (ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენში) იყო ჩვენი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის და მისი ხელისუფალის, პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა – თავიდან ბოლომდე, მისი ყველა მესიჯით. ექსპერტები რო

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო პროკურატურამ შეწყვიტა

დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული. „წერილი მივიღე-

თამარ გაბუნია - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის - თუ აქამდე იყო წელიწადში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონეებისთვის, ახლა ნებისმიერი იქნება პროგრამის მოსარგებლე

თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო. მი

თამარ გაბუნია - სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა

როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებს რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, რომელიც 4-5 დღეს გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი შემთხვევები და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა , - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიზანშეწონილი არ არის თვითმკურნალობა

თამარ გაბუნია - რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება

რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი - მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარის, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდე

თამარ გაბუნია - პროექტი ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას - კომერციზაცია სრულიად გამორიცხულია

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კომერციზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამორიცხულია. „პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი,

თამარ გაბუნია - ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია - მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით

პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში, ხარისხიან პირობებში, რისკები, რაც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები - გარდამავალ ეტაპზე დეტალურ გეგმას გავაცნობთ თანამშრომლებს, ვფიქრობთ, ყველასთვის მისაღები იქნება ის სამომავლო პერსპექტივა, რაც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხ

თამარ გაბუნია - მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, რომ პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო

მეტი სამუშაო და მეტი დრო სჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიებ

თამარ გაბუნია - „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, არ მინდა, ცრუ მოლოდინები შევქმნა, კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება. „სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან,

თამარ ბარკალაია - სოციალური პაკეტის ზრდა შეეხება დაახლოებით 132 ათას პირს, აქედან 45 ათასი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და შშმ ბავშვია

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 2023 წელს სოციალური პაკეტის გაზრდა იგეგმება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს საქართველოს ოკუპირებულ

თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა - ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია. "რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენ

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანეს

საქართველოს ავიახაზების - "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი "TV პირველთან" ამბობს, რომ მისმა კომპანიამ წაიყვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში, მიუნხენში. ამის შესახებ გაიაშვილის კომენტარი გავიდა იმ სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა 2023 წლის აგვისტოში პირადი მიზნებისთვის პრემიერის საქართველოდან აშშ-ში ერთი კვირით გაფრენას. ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს ასევე ნახეთ "

თალიბანი ქალებს მუშაობას უკრძალავს ადგილობრივ და უცხოურ NGO-ებში

ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ. ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ. წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა

თაკო ჩარკვიანი: ბოკერია და მისი ცოლი ვერ მოიცილა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა

თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში ამჟამად პარტია ,,ევროპული საქართველოს,“ წარსულში კი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილი მაღალჩინოსნის გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ მოიცილა. ჩარკვიანის თქმით ბოკერიამ ზურგში დანა ჩაარტყა თავის პრეზიდენტს, რომელთანაც, მისივე ვარაუდით, შესაძლოა თავის დროზე, არასწორი ინფორმაცია მიჰქონდა. ,,იცით, რომ მაშინ ინფორმაცია პრეზიდენტამდე უშიშროების საბჭოს მდივანს მიჰქონდა? მე გეკითხებ

თაია მახარაშვილი - თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს

თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის, თაია მახარაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ თაია მახარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს. თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგ

თავისუფლების მოედანი: რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ბრალდებები ყალბი და მავნეა

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი” ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს” უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიმართ „ბრალდებები ყალბი და მავნეა”. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძრვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის

თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.

თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 18
×
×
  • შექმენი...