Jump to content
Planeta.Ge

თამარ ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილზე: ეს იყო რუსეთის და პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა


,,ტაბულასა“ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის და უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა.

,,ახლა გავლენის აგენტებზე კანონის მიღება უნდათ, ხომ? ეს (ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენში) იყო ჩვენი მტრული სახელმწიფოს, რუსეთის და მისი ხელისუფალის, პუტინის გავლენის აგენტის სიტყვა – თავიდან ბოლომდე, მისი ყველა მესიჯით. ექსპერტები რომ ეჯდა პუტინს ადრე არხებზე, თან ბოლომდე რომ არ უნდა გაყიდულიყვნენ, რომ პუტინის ხალხია, მაგრამ ზუსტად იმავე მესიჯებით რომ ლაპარაკობდნენ, ზუსტად ეს არის. ესაა გავლენის აგენტი. შეიძლება, კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაგრამ მოქმედებს ზუსტად იმ გზავნილებით, რა გზავნილებიც პუტინს აწყობს – რომ თავში აქვს ხელი შემორტყმული ევროპის გამო, რომ საერთოდ არ ითხოვს ამ ქვეყნისთვის არაფერს, ამბობს, ევროპას რა ბედი ელის, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჩვენთან მშვიდობაა. თავს იწონებს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ საფრთხეებზე ისაუბროს იმ ფორუმზე, სადაც ასეთი საფრთხეები განიხილება, იძახის, რომ ჩვენ კარგად ვართ, აი, ბატონი ბიძინა გვყავს, თქვენზე ინერვიულეთ,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...