Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.242

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ. ის 27-ე ქართველი მებრძოლია, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას კონსტანტინე ქურსუას დაღუპვის შესახებ მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ - კონკრეტული დეტალები, გარდაცვალების ადგილის და ზუსტი დროის შესახებ ამ დროისთვის უცნობია. რადიო თავისუფლება

შოთა არველაძე - როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით,   ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩ

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან. ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა,

მედიის ცნობით, პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 23 წევრი, რომელთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს. როგორც მედია იუწყე

ოლაფ შოლცი - უკრაინის აღდგენა იქნება კაცობრიობის ამოცანა, რომლის შედარება ალბათ მხოლოდ „მარშალის გეგმასთან“ შეიძლება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის აღდგენის ძალისხმევას მარშალის გეგმას ადარებს და აცხადებს, რომ ეს იქნება კაცობრიობის ამოცანა. ამის შესახებ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების კოორდინაციის ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა. „დღეს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა ცენტრალურ ელემენტებზე პლატფორმისთვის, რომელმაც ყველა დონორის ფინანსურ მხარდაჭერას კოორდინირება

ლევან დავითაშვილი - მთავრობამ მოიწონა შეთანხმება „ხუდონჰესის“ გამოსყიდვის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედ

აშშ: საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს ქმნის

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“: „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებშ

სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევრ

შალვა კერესელიძე ხელისუფლებას - საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ

სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმყოფება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში და იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცმოძრაობასის ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი  შალვა კერესელიძე.  მისი თქმით, ძალაუფლების დაკარგვის შიშის სინდრომით შეპყრობილმა ხელისუფლებამ უკვე ისე

ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ღონისძიებას მთელი ღამის გამავლობაში ახორციელებდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი დ

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ ჩვენს ქვეყანას - 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ზიანი ვერ მიადგებოდა და დაზიანდებოდა მხოლოდ საქართველო. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რ

პაველ ჰერჩინსკი - ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. „მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალუ

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და "ველს უსუფთავებს" ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს. "კანდიდატის სტატუსის მიღების

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა

„ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონის პროექტის განხილვა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადეს. „პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა, პარლამენტის დამოუკიდებელ წევრ თეონა აქუბარდიასთან ერთად, 2 მარტს, დავარეგისტრირეთ და ბიუროზე გავიტანეთ „ოცნების“ რუსული კანონპროექტების ალტერნატიული პროექტი

„საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ევროპული არჩევანის ერთგული იქნება" - განცხადება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.

ეუთო/ოდირი შეაფასებს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ. ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა. ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით

მერაბ დვალიშვილი: „დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! 32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. „ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ - ასევე, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ საქართველოს მომავალთან მიმართებაში თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი

ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ბრიტანელმა პოლიტიკოსმ

მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის გადაცემის გამო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადა

უკრაინა პოლონეთისგან დასავლეთის დახმარებით 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს. „Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე. Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. რამდენიმე დღის წინ, სანამ

ეროვნული ბანკის ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის თანახმად, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პ

ლევან მურუსიძე - აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი

აშშ-ს საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. მნიშვნელოვანი არ არის ლევან მურუსიძეს სანქცია ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-ის საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა, ეს სხვათა შორის, მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ს უნდა სასამართლო ხ

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი გახსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ

უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დიალოგი იყო შინაარსიანი და ხანგრძლივი. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, „ძლიერ ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას“. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი ნეიტრალიტეტს ემხრობა და ღიად არ განიხილავს რუსეთ-უკრაინ
×
×
  • შექმენი...