Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.106

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, მმართველი გუნდი დღეს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკომისიის 12

ენტონი ბლინკენი - რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.

ევროკომისარი: გაყინულია 17 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ქონება

ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა - ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ეს გაზრდილი მაჩვენებელია დაახლოებით 13,8 მილიარდი ევროსგან, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ ეს "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა. "ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახე

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსეთს დრონები ომამდე გადასცა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა. „არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭრა 76-მა დეპუტატმა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება;  პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დ

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ის გარეკანზეა

ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერის ყდაზე მოხვდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი. ინფორმაციას ვოგის "ქავერსთორის" შესახებ ერთდროულად ავრცელებენ ინსტაგრამზე როგორც თავად გამოცემა, ასევე მოდელი და ფოტოგრაფი, რომელმაც გადაღებაზე იმუშავა ქართველ მოდელთან. მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისთვის მატილდა გვარლიანს ფოტოები 68 წლის გერმანელმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო ვენაში, ბელვედერის სასახლეში. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან

მარია ზახაროვა რომის პაპის განცხადებაზე - ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებები ჩეჩნებთან და ბურიატებთან დაკავშირებით არა უბრალოდ რუსოფობიის გამოვლინებაა, არამედ სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა. „ეს უკვე აღარ არის რუსოფობია, ეს არის გარყვნილება, არც კი ვიცი, რა დონის. გაიხსენეთ, 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში პირიქით გვეუბნებოდნენ, რომ კავკასიის ხალხებს სწორედ რუსები, სლავები აწამებდნენ და ახლა გვეუბნებიან, რომ რუსებს აწამებენ კავკასიის ხალხე

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ

უკრაინის კულტურის მინისტრი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, ომის დასრულებამდე რუსულ კულტურას ბოიკოტი გამოუცხადონ. ბრიტანულ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრ ტკაჩენკო მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, დროებით უარი თქვან პეტრე ჩაიკოვსკისა და სხვა რუსი კომპოზიტორების მუსიკალური წარმოდგენების გამართვაზე. მისივე თქმით, „ეს არ იქნება ჩაიკოვსკის გაუქმება, თუმცა წარმოდგენების გამართვა დროებით უნდა შეჩერდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში სისხლიან შეჭრას არ დაასრულებს“. ტკ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორი ქვეყანა დრონების ერთობლივად წარმოებასაც აპირებს. მათივე ცნობით, რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიე

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს

მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“. სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 34 480 000 ლარით განისაზღვრა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია. ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, ს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე, ვხედავთ ტერორისტი სახელმწიფოს განზრახვებს და ვუპასუხებთ

ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. „ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა

დმიტრო კულება - უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, ეს მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია

უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით ირანმა „ხაზს გადააბიჯა“, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კამიკაძე-დრონების მიწოდება დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს თეირანთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადება განსახილველად წარუდგინა.

ირაკლი ზარქუა - ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია იქნება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება „ნაცმოძრაობის“ და „ჭიჭე ვაშაძე“ რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება

ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის - "ნაცმოძრაობის" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტს. ზარქუა მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე ევროკომისიის დადებითი შეფასება კანდიდატის სტატუს

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის გარშემო არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მისი შესაძლო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციი

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელსაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ერთი თვე სარდაფში ჰყავდა დაკავებული

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.   „რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა. პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალ

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი გამორიცხავს თავისი მხრიდან კოსოვოს ფაქტობრივ ან დე იურე აღიარებას

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გ

ნათია მეზვრიშვილი - მერაბიშვილი ოცნების უბრალო საჩუქარი კი არ არის, ეჭვგარეშეა, კობახიძე, ღარიბაშვილი და მერაბიშვილი ერთი ოთახიდან იღებს ინსტრუქციებს

მერაბიშვილი ოცნების უბრალო საჩუქარი კი არ არის, ეჭვგარეშეა, კობახიძე, ღარიბაშვილი და მერაბიშვილი ერთი ოთახიდან იღებს ინსტრუქციებს., - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.   მისი თქმით, მერაბიშვილი ოცნების პროპაგანდას კვებავს. "მან ჯერ ღარიბაშვილს მისცა ბანი, ახლა კობახიძეს. ოცნება პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს, მერაბიშვილი საპროტესტო მუხტის მიტაცებას.", - აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი. 

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება - კალაძე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

გუბერნატორი - რუსებმა მიკოლაივს 5 რაკეტით დაარტყეს

რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს X-22 ტიპის 5 რაკეტით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს შენობა დაზიანდა. „წინასწარი ინფორმაციით, Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან ოლშანსკაიასა და კონსტანტინოვსკაიას თემებს X-22 ტიპის 5 რაკეტა ესროლეს, დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა“, - აცხადებს ვიტალი კიმი. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ipn

დათა თავაძის დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს ნომინანტია

დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის. სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს. სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს. ფოტო გარეკანზე: Dailes teātris ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...