Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ზარქუა - ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია იქნება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება „ნაცმოძრაობის“ და „ჭიჭე ვაშაძე“ რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება


ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის - "ნაცმოძრაობის" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტს.

ზარქუა მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე ევროკომისიის დადებითი შეფასება კანდიდატის სტატუსამდე ერთი ნაბიჯის არსებობას ნიშნავს და მის მისაღებად ახლა საზოგადოების კონსოლიდაციაა მნიშვნელოვანი, ოპოზიცია კი ამის საპირისპიროდ მოქმედებს.

"რადიკალების ბოიკოტს რაც შეეხება, ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით. წინა კვირას აღვნიშნე, ამათი ხელწერაა შანტაჟი, ერთმანეთის ჩაწერა, მუქარები, რაც წინასაარჩევნოდ პარტიაში ჰქონდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ზნეს ესენი არ შეიცვლიან. განახლება დაარქვეს და მერაბიშვილი დგას ამ განახლების უკან, ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ტაქტიკას რაც შეეხება, "ხაბეს" და მისი მიმდევრების ნამუშევარი არ გაიშვას, ერთი კანონპროექტი წარმოადგინოს, რაც ჰქონია ან კომენტარი რაც ამ კანონპროექტზე გაუკეთებია. ისიც კი ეზარებათ, მოვიდნენ და განცხადება მაინც გააკეთონ, ამიტომ ბოიკოტი გამოაცხადეს, ხელფასებიც შეინარჩუნეს და ყველა ის საპარლამენტო ბენეფიტები და პრივილეგიები, რაც აქვთ. ეს ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო და ამომრჩევლებისთვის ალბათ კიდევ ერთი ნათელი სურათია, რას წარმოადგენს ეს რადიკალური ოპოზიცია. ევროკომისიამ საქართველოზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო პრეტენდენტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა, ანუ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და რა გააკეთეს? - ისევ აირჩიეს რევოლუციის, პიკეტირების, ქაოსის გზა და საბაბი დაარქვეს რა - სააკაშვილის თემა, ბიჭო, სააკაშვილს რაც აქვს მისჯილი, ეს ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ იმ მავნებლობაში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ამის თავში იდგა პრეზიდენტი სააკაშვილი და ვისთან ომობ, რა პრეტენზია გაქვს? არ მოგწონს ერთი, მეორე ინსტანცია, გააგრძელე ისევ დავა, რატომ აკეთებ პიკეტირებას, რატომ ცდილობ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა ჩაშალო, სხვა მიზანი გაქვს? საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დასკვნა მიგვეღო ევროკომისიისგან რაც მივიღეთ, მოგვილოცა ევროკავშირის ელჩმაც. თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის, "ნაცმოძრაობა" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, აი რუსები რომ ჰყავს სახლში, მათზე აქირავებს და სხვებს ამუნათებს, ამ გუნდის და ამ სექტის დამსახურება", - განაცხადა ზარქუამ.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...