Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.861

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში, კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს არკვევს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავ

თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის და ტერიტორიაზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. IPN

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

თბილისში, თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. მას ეძებენ

3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ. როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა.  თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა  – ბანკში  იმყოფებოდნენ კლიენტებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის

თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან, ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს. აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა. ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახ

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს. იპნ

თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თბილისში, ვაზისუბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30-წლამდე ქალია და შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეზობელმა კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ”ინტერპრესნიუსი" შსს-სთან დეტალებს არკვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.   იპნ

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. იპნ

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა - დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   პუბლიკა

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა. მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იპნ

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. იპნ

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკულია ერთი პირი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს. „ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი

თბილისში, ბახტრიონზე, გზის საფარი დაიბზარა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა. გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება გზის საფარს, მერიის

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. „მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია

თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა

დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“. პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰ

თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული

თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.

თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ

თბილისში, „კაზინო აჭარაში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უდასტურებენ. უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. იპნ

თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.   იპნ

თბილისში წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა - რამდენ მომხმარებელს არ მიეწოდება დენი ამ დრომდე

გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები. შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.

თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში უკრაინისადმი სოლდარობის მარში იმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება. აქციაში მონაწილეობენ როგორც  საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ. სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.   პუბლიკა
×
×
  • შექმენი...