თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა – მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პუბლიკა
ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
იპნ
თბილისში, გორგასლისა და კალანდაძის ქუჩების კვეთაზე ტრაილერის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.
მომხდარის დეტალებს „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
იპნ
თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიბზარა. თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ამის სავარაუდო მიზეზი გზის ქვეშ წყლის მილის დაზიანებაა, რის შედეგადაც ნიადაგი გამოირეცხა.
გზის საფარის აღდგენითი სამუშაოების გამო ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულ პერიოდით ცალმხრივად შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოების გამო გუშინ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო 23:00 საათიდან. ამ დროისთვის [11:30 სთ] მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება გზის საფარს, მერიის
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.
„მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია
დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“.
პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰ
თბილისში, ავტობუსებზე მძღოლის პოზიციაზე 46 ქალია დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა გენდერული საკონსულტაციო პროგრამა.
აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იპნ
თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
იპნ
თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.
იპნ
გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები.
შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
“თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.
პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 22 წლის კაცი. უწყების განცხადებით, იგი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს.
შსს-ს ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება.
აქციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ.
სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.
პუბლიკა
რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა.
ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა.
თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა
თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.
იპნ
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
იპნ
თბილისში საღებავი შეასხეს და კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომლის სალონშიც ჩამოკიდებულია ემბლემა, წარწერით “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.
ავტობუსს რუსულენოვანი ნომერი აქვს. სანომრე ნიშანზე მითითებულია რუსეთში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის, BBUS-ის ვებგვერდის მისამართი.
ემბლემის შესახებ, რომლის მსგავსი აქსესუარები ონლაინ სივრცეშიც იყიდება, დამატებითი დეტალები უცნობია. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.
ფოტოები: Tite Gedenidze/Facebook; დავით ქაცარავა/Facecoo
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.
სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულის
სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
პუბლიკა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.
„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად
თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
იპნ
თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
„ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია.
კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოში ა