ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის თემა დაიბლოკოს და ამ დროს გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის თემა - ეს ერთიანი პაკეტია,- ასე განმარტა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ ის, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო 14-15 დეკემბრის ევროკავშირის სამიტზე.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საბანაძემ აღნიშნა, საუბარია იმაზე, რომ თუ უკრაინასთან წევრობის
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დენ ლაიენი Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. უახლესი რეიტინგის მიხედვით, პირველი ოთხი ადგილი პოლიტიკოსმა ქალებმა გაინაწილეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიან ქალებს შორის დასახელდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ხუთეულს ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ხურავს.
FORBES-მა სია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეადგი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნათია ჯულაყიძემ სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.
იპნ
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვი
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინას კი – წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
პუბლიკა
რა საგარეო საფრთხეს უქმნის საქართველოს "ოცნების" კორუფცია...
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
GHYEfhizK0qNFIICAMKSCSA8vFsBbmdjAAAF.mp4
“კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!”
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია.
თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტ
მედიაში სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.
ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, ი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”.
რა მოხდა გელათში?
გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაცი
“ივანიშვილი ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან” ვიდრე კობახიძეა. ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დღესაც კობახიძისგან მსგავს ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835541698377463/
ბერდია სიჭინავა ნინო ჟიჟილაშვილს: გახსოვთ იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც 20 ივნისს თვალი დაკარგა?
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1441059273199596/
გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც უფლებადამ
გიორგი გახარია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის 14 მარტის ანგარიშზე: “ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ხსნის „მიზეზებს“, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტი-კორუფციული ქსელი დატოვა 2023 წელს. ოცნებას არ უნდოდა საერთაშორისო შეფასებაში მოხვედრილიყო ელიტური/პოლიტიკური კორუფციისთვის მის მიერ ანთებული მწვანე შუქი და უარი ნამდვილ ანტი-კორუფციულ რეფორმებზე. საქართველო, ერთ დროს ლიდერი ანტი-კორუფციულ რეფორმებში, გახდა პირველი
მეგობრულად ვურჩევ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს იქ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური.
„ოცნება" ამ არჩევნებს ვერ მოიგებს
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/702580378490515/
ფაქტიურად ევროკავშირში 2 ძირითადი ძრავი ქვეყანაა- გერმანია და საფრანგეთი. გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ევროკავშირში. მის გარეშე ვერ იქნება, გაწევრიანების პერსპექტივა, ვერც წევრობის პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, ვერც ვიზალიბერალიზაციის მიცემა ან ჩამორთმევა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ინსტრუმენტებიც არსებობს ევროკავშირში. ამიტომ თუ გერმანია შენ მხარეს არ არის, ეს იმას ნიშვანს, რომ უბრალოდ შენ მომავალი ევრიკავშირში არ გაქვს და ჩემი აზრით ბატონმა შო
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა მალე გავრცელდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, იყოს ევროკომისიის განახლებული შეფასება რუსული კანონის EU-ის კრიტერიუმებთან მიმართებაში.
დღეს შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართუ
გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა.
გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა.
ვიდეო: ტვ პირველი
ნეტგაზეთი
სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ მისი კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი”] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ.
წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ შესაძლო ინიციირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებული მსგავსი პროექტის ინიციატივის წარდგენა იგეგმება აშშ-ის სენატშიც. „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატორები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის მხარდაჭერას
სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.
პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარტია „საქართველოსთვის“ შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ, დიდი.
„ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა წყალს
[ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს] ბავშვთა უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო, არის არაკონსტიტუციური - ყველაფერთან ერთად, ჩვენი გუნდი იმყოფება საპარლამენტო ბოიკოტირების რეჟიმში და ბუნებრივია, განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მთლიანად მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდაზეა მიმართული და "ქართულ ოც ებას" ბავშვთა უფლე
ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია.
ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგე