მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250058446353312
საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახევ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ
გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.
"უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, "გამოვუცხად
დღევანდელ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვეს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადაცემა და ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი.
„სმარტმატიკი“ არის კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა.
გიორგი გახარია ცესკოს ასევე სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ბრიფინგზე მან მედიას წარუდგინა ვიდეობი, რომლებიც არჩევნების დღეს სავარაუდო დარღვევებს ასახავს და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მტკიცებულებები თავად შეაგროვა და გაასაჯაროა.
პრეზიდენტმა პროკურატურას თავისი საქმის კეთება ურჩია.
„პროკურატურას ვურჩევდის სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს… პროკურატურას მივმართავ
„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მხარს უჭერს ქართველ ხალხს ბრძოლაში, თავისუფლად და ყოველგვარი დაშინების გარეშე აირჩიოს თავისი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორის, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული ყველა დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ.
„ყველა დარღვევა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა ბოლო არჩევნების დროს ჩაიდინეს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული“, - აღნიშნულია
ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ...
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო:
AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელის მიმართ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას გამოხატავს.
„გმადლობთ, ძვირფასო ჯოზეფ ბორელ თქვენი სამაგალითო სამსახურის, თავდადებისა და სიმტკიცისთვის. საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღეში, საქართველოს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.
„საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ან
სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო.
„2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო
2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
კონკრეტულად ვის შეხვდება პრეზიდენტი, ამ დროისთვის უცნობია.
ipn
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულე
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს.
როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნე
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება.
მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირ
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
„ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვ
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემ
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა.
აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა.
ევროპარლამენტის წევრებ
ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა.
„უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია ი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება
ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხებში რობერტ მელი აცხადებს, რომ ირანმა რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზაფხულში გადასცა.
„არ არის სიმართლე, რომ ირანმა რუსებს დრონების შეზღუდული რაოდენობა ომამდე გადასცა. მათ ათობით დრონი ამ ზაფხულს გადასცეს და ოკუპირებულ უკრაინაში პერსონალი გაგზავნეს იმისთვის, რომ დაეხმარონ რუსეთს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მათ გამოყენებაში. მტკიცებულებებთან პირისპირ მათ ახალი პოლიტიკა სჭირდებათ და არა ახალი ზღაპარი“, - დაწერა ამერიკელ
უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.
“ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნი
კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა.
გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ.
მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ.
ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩი