Jump to content
Planeta.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, მომავალ წელს უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ


ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 მილიარდ ევროზე უკრაინისთვის, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს. ეს იძლევა მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მომავალი წლისთვის. ეს არის თანხა, რომელსაც უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ლიდერებმა ფინანსთა მინისტრებს დაავალეს თანხების გაცემის მექანიზმის შემუშავება.

„ჩვენ დავავალეთ ფინანსთა მინისტრებს შეემუშავებინათ შესაბამისი მექანიზმი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინას მიგვენიშნა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საიმედო შემოსავლის ნაკადი“, - დასძინა მან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...