Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.589

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთის ელჩის ინფორმაციით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ავრცელებს. ანატოლი ანტონოვის ცნობით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს. „ჩვენს წინააღმდეგ ყოველდღიური თავდასხმები ხორციელდება და დღეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ამერიკელებმა შეტყობინება გამოგვიგზავნეს, რომ სავიზო ცენტრი იხურება. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენს თანამემამულეებს არ

მიხეილ დაუშვილი - ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ - ქვეყნის ყველა მეგობრის ცალსახა პოზიციაა, რომ „ოცნება“ ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია

ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“. როგორც დაუშვილმა „პალიტ

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას წუხელ „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავას ოლქებში 13-ვე დრონი ჩამოაგდეს.

Microsoft-ის ხარვეზის გამო მრავალ ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, შეწყდა ბანკების და მედიის მუშაობა

მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები. მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს. ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა. მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა. „დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი. ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა, ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში (ვიდეო)

ივანიშვილი და მისი “ოცნება” გაცვდა, ეს არის დამარცხებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იმყოფება მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეულ პროცესში. ერთ მხარეს გაიხედებით და არის გაჭირვება, სიღატაკე, დაუსრულებელი პროექტები და მეორე მხარეს “ოცნების” უზარმაზარი ბილბორდი, სადაც ღირსება, კეთილდღეობა აწერია და რეალურად ეს ღირსება და კეთილდღეობა არსებობს მხოლოდ “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: http

რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი | ცესკომ განკარგულება მიიღო

დღეს, 5 ოქტომბერს ცესკომ განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის მიხედვით, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადე

დღეს, ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს გუნდის პროგრამული ხედვა-" ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის წინსვლასა და პოლიტიკაში" (ფოტოები)

დღეს, ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს გუნდის პროგრამული ხედვა-" ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის წინსვლასა და პოლიტიკაში".   კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის ახალგაზრდა დელეგატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები და სამოქალაქო სექტორი. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.  

Reuters - ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის

ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს. Reuters-ის ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად

„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, მ

ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა | შედეგები

ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ცესკოს მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა); „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა); „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა); „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891

„არავის აქვს ევროპული ოცნების მოპარვის უფლება, სოლიდარობა ქართველ ხალხს“ – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერ

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ

ვიკა ფილფანი - საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მათი

საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მას მათი. ვიკა ფილფანი, სამოქალაქო აქტივისტი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066913091646548

აქციაზე დაშავდა „ახალის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ის კლინიკაშია გადაყვანილი

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ცნობით, პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა კვიტატიანი პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, მათივე განცხადებით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე. მელიქიშვილის გამზირზე ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს.

ბერდია სიჭინავა - არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენ ვიბრძოდით - უწყვეტ პროტესტში ვართ, თუმცა კამერებში არ ვკეკლუცობთ

26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და “ვირტუალურ კანცელარიაში” ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს. სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავა ეხმაურება „გახარია სა

შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება. დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. იპნ

„რობოკოპს ალბათ ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში“ - მოქალაქე

სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ მისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა

თითქმის 400 კომპანია ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

„თავისუფალი ბიზნესების“ გაერთიანება საქართველოში სიტუაციის დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. „არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის

საფრანგეთის ელჩი - მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს - დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ

მზია ამაღლობელი დაკავებულია და შიმშილობს, მაშინ როდესაც ის დაცული უნდა იყოს, დაკავებულის გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ. ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ ნესტან ცეცხლაძეს, “ბათუმელებს”, ეთერ თურაძესა და „ნეტგაზეთს” მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. დაკავებულების გამოშვების მოწოდებით გამოვდივართ,” - წერს გასრი.   იპნ

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთ

თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 18

მედია ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს

მედია აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ახალ დეტალებს ავრცელებს. ამერიკული მედია მომხდარის დეტალებს ავრცელებს. მათი ცნობით, დამნაშავე ჩაქუჩით იყო შეიარაღებული და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ეძებდა. ამერიკული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი ყვიროდა „სად არის ნენსი?!“. შემდეგ ის შეეცადა, პელოსის მეუღლე გაეკოჭა და თქვა, რომ ის „ნენსის დაელოება“. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის სახლში უცნობი პირი დღეს შეიჭრა და

ყაზახეთის პრეზიდენტი - არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ
×
×
  • შექმენი...