რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში 14 000 სახლი დაიტბორა, ევაკუირებულია 4 300-მდე ადამიანი, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ 14 000-მდე სახლი დაიტბორა და თითქმის 4 300 ადამიანი ევაკუირებულია,“ - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.
ამასთან, სამედიცინო სამსახურების ცნობით, მედიკოსებს დახმარების აღმოჩენის მიზნით 23-მა ადამიანმა
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს.
უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ მაკრონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს.
"პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებშ
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.
გიორგი მსხილაძემ აქვე განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი ხელს არ უშლის ბანკის ხელმძღვანელის დანიშვნას.
„ოცნების“
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად ისტორიკოსი როინ მეტრეველი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვესიტაძე ჩაანაცვლა.
როინ მეტრეველი 83 წლისაა. აქამდე, 2013 წლიდან, იგი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის ასევე იყო პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004).
საბჭოთა დროს მუშაობდა პარტიულ სტრუქტურებშიც, ასევე იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქტორი.
ნეტგაზეთი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურა მუშუქია დაიღუპა.
ის დონეცკის ოლქში დაბომბვას ემსხვერპლა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ომს უკრაინაში საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნეტგაზეთი
ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.
რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 7 ივნისს, განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ.
მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა მონაკვეთზე წინ წაიწიეს 200-დან 1100 მეტრზე. მალიარის თანახმად, მოწინააღმდეგე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და თავს უყრის რეზერვს. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის რეგულარული არმია, კერძო სამხე
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მილანა წვიჟბამ, ადგილობრივი კორესპონდენტების თხოვნით, კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის 2022 წლის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ განვლილ პერიოდში ,,საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა.“
აფხაზური უწყება საქართველოს ხელისუფლების მსგავს გა
კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს.
ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს.
როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დრო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა.
უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს „სულ მცირე 100 000 ადამიანი“ ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა „ათობით ათასამდე“ დავიდა.
შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ
იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".
„ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტ
რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული კატასტოფის შედეგად, ხერსონის ოლქში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს ეძებენ.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ დღეს, 7 ივნისს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
იმ უკრაინელებს, რომელთა ნათესავებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ტიმჩენკომ ურჩია, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული
თეატრალური ფესტივალსი ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა.
ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს.
თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ფასი 95 ლარიდან იწყება.
ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული.
საერთაშორისო თეატრ
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე.
გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა“ ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკის ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა. გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.
საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი მოიძია. ინფორმაცია მთავრობის ერთი წლის ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
შეთანხმება გაფორმდა:
გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW);
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD);
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD);
აზიის განვითარების ბანკთან (ADB);
თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში 50-ზე მეტ ქუჩაზე წყალმომარაგება დღეს, 7 ივნისს 14:00 საათიდან შეწყდება და 8 ივნისს 20:00 საათიდან აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ქსელზე გადაერთებითი სამუშაოებია.
იხილეთ აღნიშნული ქუჩების ჩამონათვალი, რომელზეც წყალმომარაგება შეწყდება:
რობაქიძის N 7
ჩალაძის, დიღმის მას II
უკრაინელმა სამხედროებმა ახლახან ტყვედ აიყვანეს წარმოშობით ქართველი პირი ნ.ბ., რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.
უკრაინელების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტყვე წარადგენს თავს ქართული სახელითა და გვარით და როგორც თავად ამბობს, ცხოვრობს რუსეთში, ამურის ოლქში და მსახურობს კერძო სამხედრო კომპანია “ვეტერანში”. ეს კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ.
ტყვედ ჩავარდნილის სოციალური მედიის პროფილის მიხედვით, მან ქართული ენა ი
საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.
ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავ
ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა.
პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს.
„დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გა
„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლე
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება.
„როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მერიამ დააფუძნა „თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, იქნება არტისტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მათი თანამედროვე ვიზუალური ნამუშევრების გამოფენა.
კალაძე ამბობს, რომ ფონდი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
თქვა, რომ შეიქმნება „ქანდაკებების ბაღი“, სადაც არტისტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საკუთრებაში არსებული ორი ერთეული ლეოპარდ 2 ტიპის ტანკი ააფეთქეს, თუმცა ვიდეოში, რომელსაც ამის დასამტკიცებლად ავრცელებენ, სავარაუდოდ, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები ჩანს.
უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ორი ანტისარაკეტო სისტემის ეკრანი და ორი მოძრავი ობიექტი ჩანს, რომელიც რუსული მხარის მტკიცებით ლეოპარდ 2-ის ტიპის ჯავშანტექნიკაა.
რუსულ ტელეგრამ არხებში ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ცნობა, რომ ეს რუსეთის ჯარის