Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.290
  • comments
    0
  • views
    704.179

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რატომ დაუბრუნა ხიდაშელმა ტყის ნაწილი უკან სახელმწიფოს ეროვნული პარკის შესაქმნელად რაჭაში

მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნ

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც კიევი ინფორმირებული არ იყო

რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე

ისლანდია მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს

ისლანდია 1 აგვისტოდან მოსკოვში საელჩოს მუშაობას აჩერებს. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსაც სთხოვა რეიკიავიკში დიპლომატიური საქმიანობის შემცირება. ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომერციული, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში რეკორდულად დაეცა. „არსებული სიტუაცია უბრალოდ არ აძლევს ისლანდიისნაირ პატარა ქვეყანას საშუალებას, რომ რუსეთში საელჩოს ფუნქციონირება შეინარჩუნოს“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო ს

„ვაზისუბანში გამვლელმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა" | დაწყებულია გამოძიება

სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. „ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა. „ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის. ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რო

საფინანსო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნ

შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე

არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. პაპუაშვილის თქმით, „ეს განცხა

შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე - ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?

ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის. დარახველიძე აცხადებს, რომ

რუსუდან თევზაძე - არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი

არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და  განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.   როგორც რუსუდან თევზაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრი ასრულებს პარტიის საშინაო დავალებას და ახორციელებს პარტიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ განათლების პოლიტიკას.   "გუშინ გამოქვეყნდა სკოლის დირექტო

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე, ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე, ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ჯორჯიან თაიმსი

უკრაინის შს მინისტრი - კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება

კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი. შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. იპნ

რუსეთმა ხერსონი ზელენსკის ვიზიტისა და მოსახლეობის ევაკუაციისას დაბომბა

რუსულმა ძალებმა ხერსონს არტილერიით ცეცხლი გაუხსნეს მაშინ, როცა ქალაქში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა. ამავე დროს ქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა. ზელენსკი ქალაქს ეწვია ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ. აფეთქების გამო დნიპროს ნაპირზე მდებარე დასახლებული პუნქტები დაიტბორა. ზელენსკის ვიზიტისას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკის ჩასვლის შესახებ საჯაროდ ცნობილი გახდა დაახლოებით ექვსი საათის წინ, ხერსონის დაბომბვი

112 შეფერხებით მუშაობს, ნახეთ ალტერნატიული ნომრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს ალტერნატიულ ნომრებს, რომლებზეც შეგიძლიათ დარეკოთ, თუ გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ. ეს ნომრებია: 599842206 598087761 577011139 577011174 591544384 591946840 591946870 591544375 შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარებისთვის

უკრაინა კონტრიერიშზე გადავიდა – მედია

უკრაინამ სამხრეთით, ზაპოროჟიის მიმართულებაზე, კონტრიერიშის აქტიური ფაზა დაიწყო, იტყობინებიან ამერიკული „ეი-ბი-სი“ და „ვაშინგტონ პოსტი“ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით. უკრაინული ძალების გააქტიურებაზე წერენ რუსი „სამხედრო ბლოგერებიც“. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ ზაპოროჟიეში, ორეხოვას რაიონში, რუსული ძალები აქტიურ თავდაცვაში არიან. რა ვიცით ამ დროისთვის მედიასაშუალებების ანონიმური წყაროები, – ზელენსკისთან დაახლოებული პირი და სამხედროები, –

IDFI: 2022 წლიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესდა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. მათი ცნობით, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო. IDFI წერს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა.

რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიამ აჭარაში ტენდერებით 5 მილიონამდე ლარი მიიღო - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი” მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს და ჯამში, 2013 წლიდან დღემდე 4,979,714 ლარი მიიღო. „სევერის” მფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები „კომპანია „სევერი” (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბ

საბოლოო პროტოკოლი, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში იქნება - მშობელი

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი წერს, რომ პროტოკოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, საბჭოს წევრებმა მშობლების შენიშვნები გაითვალისწინეს და მისი შექმნა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს (1-2 კვირაში) დასრულდება. გოჩიაშვილის თქმით, წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია გაუთქმელობის ეტაპზეა და ამის გამო მშობლებს ჰქონდათ შიში, მიმდინარეობს თუ არა საერთოდ ეს მოლაპარაკება. „ჩვენმა მეგობარმა იურისტებმაც კი დაგვარწმუნეს, რომ ამ მასშტაბის ტყუილს ვერ შეძლებენ – ბიომარინთან ნამდვილად არის

ISW: უკრაინამ ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დას

ცნობები ბახმუტში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე მცდარი აღმოჩნდა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე ზურაბ მუშუქია ცოცხალია. არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ გავრცელდა. "წუხელ დამირეკა ვიდეოთი ღამის 3 საათზე, ცოცხალია. [მანამდე] იქიდან გვითხრეს ამხანაგებმა [გარდაცვალებაზე]... თვითონ დამიკავშირდა, არაფერი არ უთქვამს სხვა - ცოცხალი ვარო და დაღლილი, არ შემიძლია საუბარიო. ტელეფონი დაკარგული აქვს, თანამებრძოლის ტელეფონიდან დამირეკა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ მუშუქიას დედამ. უკრაინაში მებრძოლს მისი დაღუპვის შეს

გუბერნატორი - ხერსონში წყლის დონე კლებას იწყებს

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება, პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს... საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა დავანახოთ ხელისუფლების სახე

ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა  ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს. „გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - მოვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. „დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთ

ბექა ლილუაშვილი - ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი (ვიდეო)

ცოტა უცნაურია და ღიმილის მომგვრელი, ხაბეიშვილი გვთავაზობდეს გაერთიანების გასაღებს, როდესაც საკუთარი პარტია განაყოფებად აქვს დაყოფილი. მენეჯმენტი შეეცვალათ პარტიაში იმისთვის, რომ სააკაშვილს დახმარებოდნენ და როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდათ, ახლა სააკაშვილი იქით ეხმარებათ. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის წითელი ხაზია. -  ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის" 352716998_6644973535562844_6328519730175539131_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - დღეს ვინც საუბრობს გაერთიანებებზე, რაღაც კოალიციაზე... ყველას  მიზანი, არა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, არამედ პარლამენტში მოხვედრაა (ვიდეო)

„დღეს ვინც საუბრობს გაერთიანებებზე, რაღაც კოალიციაზე, ყველას  მიზანი, არა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, არამედ პარლამენტში მოხვედრაა. ამას პირდაპირ ვამბობ.  ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ელექტორალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რომ ჯამში ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ 50% ვერ გადალახოს. ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის" 346617043_195152486424564_278315745134433359_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ ფემიციდს, ქალთა მკვლელობის ფაქტებს და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ (ვიდეო)

„პირველ რიგში, მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო და სანამ სხვა საკითხზე გადავალ, ვისაუბრო ბოლო პერიოდში გენდერული ნიშნით, ფემიციდის, ქალთა მკველობის ფაქტებზე, ამას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ და ამასთან დაკავშირებით ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ'' - ბექა ლილუაშვილი - პარტია „საქართველოსთვის".  352769990_850426686507874_7177180851419442254_n.mp4
×
×
  • შექმენი...