Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.895

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვინ არიან საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - Top-5

დღეს 30 ივნისს, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.

პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან (ვიდეო)

პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან An9bE0vzZOdgo5oVEAUNxVzbVO3vkBZ8bpMcw6xdalbM0hk-8AwHPo9uMALPHp-hTuT1Q8ZYkfaSG-UsIHXrjcdI.mp4

მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში,

მიხეილ დაუშვილი - ჩვენს გუნდს ხაზარაძის ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა

"მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის თემაზე არბიტრაჟი წააგო, სადაც იგი ჩვენს ქვეყანას 5 მილიარდ ლარს ედავებოდა. ადამიანმა, რომელმაც მთელი თავისი 4 წლიანი პოლიტიკური პიარკამპანია ამ ტყუილებზე ააგო და ჩვენ გვადანაშაულებდა, გუშინ ამ ტყუილებს საერთაშორისო არბიტრაჟმა წერტილი დაუსვა. ჩვენს გუნდს მისი ბოდიში არ გვჭირდება, მან ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ატყუებდა." მიხეილ დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.

ნათია მეზვრიშვილი - შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში

"შალვა პაპუაშვილი  არჩევნებში დასავლურ ჩარევაზე ერთადერთი მიზნით საუბრობს: გადაფაროს მისი პერსონალური როლი ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში. მას აბარია არჩევნებან დაკავშირებული დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელება, შეითავსა მოძალადის როლიც და მისი მუქარის საფუძველზე რეალიზებული ძალადობის გადაფარვასაც დასავლეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებით ცდილობს: 1. 26 ივლისს მან ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა

ნათია მეზვრიშვილი - პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი (ვიდეო)

- პაპუაშვილი არის “ოცნების” მთავარი დეზინფორმატორი და პროპაგანდისტი. - “ოცნება” უკვე დამარცხებულია, ეხლა მიმდინარეობს ამ მარცხის გააზრების პროცესი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049663503225095/

გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.   იპნ

შალვა კერესელიძე - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯინკელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, დიმიტრი ხუნდაძის „დაჯგუფების წევრი“, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა მათი პარტიის მხარდამჭერისთვის მანქანა დაეჯახებინა. კერესელიძე ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ ქსანში მოხდა. "რამდენიმე წუთის წინ, მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯინკელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახები

„გაიყოლე“ – მოქალქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლია

გიორგი გახარია - ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერა

კახაბერ ქემოკლიძე - მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი

მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი, გვაჩვენეთ რამდენი ხანი უნდა ინახებოდეს ჩატვირთული მონაცემები და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაამოწმონ. ის, რომ ამდენი ხანი წელავენ გასაჯაროვებას, ესეც პასუხია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1661453661253991

გიორგი გახარია - ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული (ვიდეო)

„ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული“ — გიორგი გახარია ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4  

ჯო უილსონი - ვმუშაობთ „მეგობარი აქტის“ დადებითად გადასაწყვეტად - პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს - მხარს დავუჭერ, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს. „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას

შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს. „შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ პოლიციის ძალადობის შესახებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებე

პროტესტი დარბევის შემდეგაც გრძელდება

მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა. მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც. netgazeti

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.   თეა მაისურაძ

„წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს“ - მოქალაქე

მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.   publika

სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზში იმყოფება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი,

ლევან იოსელიანი - გაუგონარია ასეთი დაპირისპირება - ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერია სამოქალაქო დაპირისპირებამდე - ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ

გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, რა თ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა დეტალური შესწავლა და ანალიზი უკვე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს სხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა და შესწავლა. უწყების ცნობით, ჩატარდა ერთ-ერთი იმ პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაც, რომელთან დაკავშირებითაც ვრცელდება ინფორმაცია, როგორ

შსს-მ 2002 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე ხუთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ სატსუკს

მინსკის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტს, სიარჰეი სატსუკს, ბრალდებით, რომელსაც ბევრი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პირობებში. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსამართლე სვიატლანა ბანდარენკამ განაჩენი გამოაცხადა 26 ოქტომბერს. პროკურორებმა გასულ კვირაში ითხოვეს სატსუკის დამ

ნათია მეზვრიშვილი - „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, პირველად ვნახე - დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, თავი საერთაშორისო მასშტაბით მოჭრილი არ გვექნებოდა

დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“. „ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშ

10 წლის შემდეგ ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" თავიდან გაიხსნა - თელავის მერიას მონტაჟი 35 000 ლარი დაუჯდა

თელავის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება "შენ ხარ ვენახი" 10 წლიანი პაუზის შემდეგ ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში განთავსდა. ძეგლის რესტავრაციისა და მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 000 ლარი დაიხარჯა. ვაზს შემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები უკავია 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის დროს აიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან აღარ დააბრუნეს. მონუმენტი დაშლილ მდგომარეობაში საწყობში ინახებოდა. ამას ადგილობრივების ერთი ნაწილის უკმაყ
×
×
  • შექმენი...