ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ.
„დანიის პრემიერ-მინისტრზე დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმა შემაძრწუნებელია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე.
დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთეს.
„დღეს
ჩვენ, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისთვის რომ ქვეყნის განვითარება გავხადოთ შეუქცევადი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862096349284283
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში, ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.
მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიწისძვრების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ურჩევს, საცხოვრებელი ბინები მყარ კორპუსებში შეიძინონ.
მისი თქმით, მიწისძვრების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35-ია და ეს მხოლოდ მომყოლი მიწისძვრების გარეშე.
„მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთაა, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.
ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტ
„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ.
წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რაც კრამერმა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებუ
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
„ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თან
ამ არჩევნების შედეგებს არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1295574548102579
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმ
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში”.
უწყების განცხადებით, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”.
პუბლიკა
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან და გაკვეთილებზე არ შედიან.
სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ, არის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 199-ე საჯარო (კომაროვის) სკოლა, ილია მართლის სახელობის სკოლა, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა…
ფოტო: Facebook-ის ჯგუფიდან „დაიტოვე“
ნეტგაზეთი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.
„ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო.
აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
#ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო.
იპნ
ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი.
პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
შეჯახება მოხდა რეიგანის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე.
აშშ-ს პრეზ
ივანიშვილმა არჩევნებამდე დაგეგმა გახარიაზე თავდასხმა. არჩევნების შემდეგ, როცა მიეცათ მათ ამის საშუალება, მოახდინეს ამ თავდასხმის რეალიზება.
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/922517610067960
"დღევანდელი სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბების ბედს მდიდრები წყვეტენ, პოლიტიკურ ველზე ორივე მხარეს გვყავს ელიტები, რომლებიც ვერასდროს ვერ იქნებიან ამ სოციალური გამოწვევების მიმართ მგრძნობიარენი."
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2757606127764791
სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
„სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სა
თუ იქნება ღია, გახსნილი სხდომა, პირადად მე მივესალმებოდი და დავეთანხმებოდი, რომ გიორგი გახარია მივიდეს კომისიაზე და მათივე მოედანზე ფარდა ახადოს სიმართლეს, პირდაპირ უთხრას პირში, ვინ არის ნამდვილი „ნაცი“, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში.
გიორგი შარაშიძის განმარტებით, საგამოძიებო კომისი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონ
თბილისის საკრებულოს წევრები "ლელოდან", "ნაციონალური მოძრაობიდან" და ანა დოლიძის პარტიიდან "ხალხისთვის" თბილისის მერიის შენობაში არ შეუშვეს. მათ სურდათ დასწრებოდნენ მთავრობის სხდომას და მერისთვის კითხვები დაესვათ 13 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიაზე.
ადგილზე მერიის უსაფრთხოების სამსახურის გარდა, პოლიციის კორდონია ჩაყენებული. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციონერებს შენობაში შესვლაზე უარი უთხრეს, დეპუტატები კი ამბობენ, რომ როგორც საკრებულოს წევრებს, სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება ა
- რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი რთული რამ ხდება ჩვენს თავს... ასეც რომ არ იყოს, სად დავბრუნდით, სურათებიც კი გაავრცელეს გიგი უგულავას მერობის დროს გარდაცვლილი ბავშვების. ის რომ უვარგისი იყო, შენც უვარგისი ხარ? ეტოლები?!
- მოარული ხმები კორუფციის შესახებ დადასტურდა, ასე რომ არ იყოს, როგორ მოიგებდნენ მსგავსი კომპანიები ტენდერებს...
- დამაზიანებლად დიდია დღეს ფულის როლი პოლიტიკაში, დაწესდეს ზედა ზღვარი რამდენი ფულის დახარჯვა შეუძლია პარტიას არჩევნებზე...
ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა.
კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა
საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ნაწილი პრემიერს დახმარებას სთხოვს. მათი სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მესამე თვეა, უშედეგოდ ელიან დაპირებულ ფულად დახმარებას.
"გაირკვა, რომ ეს შემწეობა, გაცხადებულის საწინააღმდეგოდ, არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ. მოგმართავთ ბატონ პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვისაც ეს კითხვა ეხება. ჩვენ მადლობელი ვართ იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის, მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ გთხოვთ, განიხილოთ შეღავათების საკითხი. თქვენ თვითონ გესმით, რომ
ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის შესახებ. აკრძალვა ძალაში შედის 5 დეკემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული გადამავალი პერიოდის დასრულებამდე, იტყობინება სააგენტო Baltic News Service-ი.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი.
ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას გაუგზავნა წინადადება რუსეთისთვის ნა
საქართველოს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის" რიგების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მიზეზად ასახელებს პარტიის დისტანცირებას მხრიდან საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებისგან, რომელიც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს წინაშე დაყენებულ 12-პუნქტიან პირობას.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუ