Jump to content
Planeta.Ge

ესტონეთი ვადამდე ადრე შეწყვეტს რუსეთის ნავთობპროდუქტების იმპორტს


ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის შესახებ. აკრძალვა ძალაში შედის 5 დეკემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული გადამავალი პერიოდის დასრულებამდე, იტყობინება სააგენტო Baltic News Service-ი.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი.

ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას გაუგზავნა წინადადება რუსეთისთვის ნავთობის და გაზის სფეროში გადაუდებელი და ყოველმხრივი სანქციების დაწესების შესახებ.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციების ექვსი პაკეტი დაუწესა, რომელთა შორის არის ნავთობის და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვის, იმპორტის და ტრანზიტის აკრძალვა.

ნავთობის თაობაზე სანქციები ამოქმედდება დაწესებიდან ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტებისა, რვა თვეში.


რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...