Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.747

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია - ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს

იმედი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. “26 ოქტომბერს 3 მილიონ

სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ქარტიით“ წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა, დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან

მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან. „14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყვე

თეონა აქუბარდია - დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე

დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე. ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სუსტია ივანიშვილის “ოცნება” და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად დამტკიცებდა.    თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066560425154378/

სოფიო ხორგუანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად

საია: ჩვენს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულში თავს დაესხნენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი. პუბლიკა

უნდა ვიცოდეთ, რა ვადაში იშლება ელექტრონული საშუალებებიდან ინფორმაცია – ლილუაშვილი

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლულუაშვილის განცხადებით, ცესკოსგან ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ ელექტრონულ საშუალებებში არსებული საინფორმაციო კვალი განადგურდება. პარტიამ ცესკოს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ბაზა გადასცეს ნეიტრალურ ობიექტურ პლატფორმას, იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა გადაამოწმოს საკუთარი / ინდივიდუალური ინფორმაცია – მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში და რომელ უბანზე მოახდინა ხმის მიცემა.

კახაბერ ქემოკლიძე - მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი

მივმართავ “ოცნებას”, თუ ასეთი დარწმუნებულები ხართ, რომ 53 %-იანი მხარდაჭერა გაქვთ და არაფერი გაქვთ დასამალი, გახსენით კონტრაქტი, გვაჩვენეთ რამდენი ხანი უნდა ინახებოდეს ჩატვირთული მონაცემები და მიეცით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა საკუთარი თავი გადაამოწმონ. ის, რომ ამდენი ხანი წელავენ გასაჯაროვებას, ესეც პასუხია. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1661453661253991

ვიკა ფილფანი - საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მათი

საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მას მათი. ვიკა ფილფანი, სამოქალაქო აქტივისტი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066913091646548

გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ

გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია და დიმიტრი ცქიტიშვილი უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპული მომავლის დაბრუნების გზებზე იმსჯელეს.        

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა. „შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად

აქციაზე დაკავებული ქალი: მანქანაში პოლიციელები მავიწროებდნენ სექსუალურად, მუხლებზე მდგარი გადამიყვანეს

19 ნოემბერს, თსუს-თან აქციის დარბევისას დაკავებული ქალი ნათია ძიძიგური ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში დაკავების დეტალებს იხსენებს. „აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში. დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექ

გიორგი გახარია - ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არის ივანიშვილი - დამთავრდა (ვიდეო)

„ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არის ივანიშვილი - დამთავრდა.“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "ფორმულა"   AQNXAg44u-Ed1rNPv4qn5Ha0Ivf5H1cKJO8tr-F4cbzaTTOQMvgVQY0ViSGRpHMP53JwQDDvJ2aFSayxqIx-lKOU.mp4

სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. „ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.

აქციებზე დაკავებულ 17 და 21 წლის პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17  და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით,  მიმდინარე აქციების ფარგლებში, „ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე

„წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს“ - მოქალაქე

მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.   publika

გიორგი გახარია - თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და გამოცხადდეს ახალი არჩევნების თარიღი!

თუ „ოცნებამ“ შეირჩინა ის, რაც საქართველოს დამართა ბოლო ორი თვის განმავლობაში, მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას - ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს, რომ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული და სასწრაფოდ გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად უნდა იყვნენ ყველგან - აქციაზე თბილისში, დიდ თუ პატარა ქალაქებში და ასევე, უნდა იმ

TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0. დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26); 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;

ევროკავშირის ელჩი - საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - გამაოგნებელია, რომ ჯერ კიდევ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა

საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის, არა მარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, შემდეგია: იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ხმა გვესმის! ბევრი მათგანის მიმართ, ქალების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ ამდენი ძალადობა და სისასტიკე შოკისმომგვრელია. დღეს დილით უფლებადამცველებს შევხვდი. მ

სოფო ხორგუანი მზია ამაღლობელზე - ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა (ვიდეო)

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო. თითქოს პროტესტზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო... როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ, თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა.   სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო. ვიდეო: https://www.faceboo

დიმიტრი ცქიტიშვილი - მთავარი ბრძოლა არის ის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დაინიშნოს არჩევნები

ევროპულ სტრუქტურებში ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ შენარჩუნებული და გადაწყვეტილებებიც ისე იქნება მიღებული, როგორც ამ კრიტიკულ ვითარებას შეესაბამება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივ მომხსენებელ, რასა იუკნევიჩიენესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა არ იყო სანქციები. „საინტერესო

ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის

იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანენ

ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გაიტანენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ ირანული დრონების იმპორტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 231-ე მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს იწვევს, რათა შეისწავლონ დრონები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშისთ

საჰაერო ძალები - უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 85% გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული დრონების, Shahed-136-ების 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა. იური იგნატის მტკიცებით, ირანული თვითმფრინავების ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია. „კუპიანსკში 13 სექტემბერს ამ დრონების პირველი გამოყენებიდან დღემდე, ცხადია, რომ სამხედრო მოსამსახურე
×
×
  • შექმენი...