Jump to content
Planeta.Ge

საჰაერო ძალები - უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 85% გაანადგურეს


უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული დრონების, Shahed-136-ების 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა.

იური იგნატის მტკიცებით, ირანული თვითმფრინავების ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია.

„კუპიანსკში 13 სექტემბერს ამ დრონების პირველი გამოყენებიდან დღემდე, ცხადია, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა და სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებმა შეიძინეს გამოცდილება, თუ როგორ იმოქმედონ ერთობლივად რა ძალებით და საშუალებებით მოახდინონ ამ დრონების იდენტიფიცირება და განადგურება“, - აღნიშნა საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ე.წ.„კამიკაძე-დრონებისთვის“ ცეცხლის ავტომატური იარაღიდან გახსნა არაეფექტურია და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საშიშია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...