Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.752

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით პრემიერ-მინისტრი ახალ კაპიტულაციას ამზადებს

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი შიშობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალ კაპიტულაციას ამზადებს და ქვეყანას ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს. "მეზობელ მტრულ სახელმწიფოებს არ სურთ მშვიდობა, მათ სურთ სომხეთის განადგურება, სურთ, რომ არცახი [მთიანი ყარაბაღი-რედ] აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხელმოცარული

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდების მუხლით

კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შეტყობინება ნავალნის სახელით გამოქვეყნდა მის სოციალურ მედიაში. სავარაუდოდ, საქმე აღიძრა ბრალდებით, თითქოს ნავალნი "პროპაგანდას უწევდა ტერორიზმს, საჯაროდ მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, აფინანსებდა ექსტრემისტულ საქმიანობას და ახდენდა ნაციზმის რეაბილიტირებას." გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუტუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკ

თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 18

წყაროთა ცნობით, ბორის ჯონსონმა დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო არჩევნებში მონაწილეობისთვის

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, რაც საკმარისია საიმისოდ, რომ მან თავისი კანდიდატურა წამოაყენოს პარტიის ლიდერის და მთავრობის მეთაურის პოსტებზე - ამის შესახებ ბრიტანეთის მედია იუწყება, ჯონსონის საახლობლო წრიდან წყაროზე დაყრდნობით. ბიბისის გამოთვლით, კანდიდატების შესახებ თავ-თავიანთი მხარდაჭერა საჯაროდ გამოაცხადა 357-დან 201-მა კონსერვატორმა დეპუტატმა, და მათგან მხოლოდ 53-მა დაუჭირა მხარი ჯონსონს. ჯონსონის

ანრი ოხანაშვილი „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ განცხადებაზე - ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს

ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი “დროას“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“, და “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე“ შეხვედრას სთავაზობენ. რაც შეეხება ამ სამი პოლიტიკური ორგანიზაციის შესაძლო გაერთიანებას, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, “როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებ

ქუთაისის აეროპორტი მგზავრების მიღებას ხვალიდან განაახლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს. რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინ

სოფო ხორგუანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე (ვიდეო)

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სოფო ხორგუანი. სტუმრად  "ჯორჯიან თაიმსში"  გადაცემაში "ტელეგრამი".  ererh.mp4

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუ

ნატოს მომავალი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება

ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში. "ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენ

"უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია."

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის. უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს. „3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა

ბენ უოლესი: ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინის დახმარებას ზამთრის პერიოდში

დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა. როგორც Reuters-ი იტყობინება, უოლესი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად აკვირდება უკრაინელ სამხედროთა წვრთნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქ ლიდში. ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მოკლული 40 წლამდე ქალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კოლორადოს შტატში, ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ღამის კლუბში სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის კლუბში მყოფმა პირებმა გააუვნებელყვეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია.   ავტორი - სალომე თორაძე

ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედ

სტოლტენბერგი: ნატომ უკრაინას გადასცა ჩამხშობი მოწყობილობები რუსეთის დრონების მოსაგერიებლად

ნატომ უკრაინას გადასცა ჩამხშობი მოწყობილობები რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ ბრიუსელში 25 ნოემბერს განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ალიანსის წევრები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას წევენ“, - თქვა სტოლტენბერგმა და ისაუბრა საწვავის, სამედიცინო აღჭურვილობის, საქარე აღჭურვილობისა და დრონების საწინააღმდეგო ჩამხშობი მოწყობილობების შესახებ. ჩამხშობების ამოცანაა, უკრაინას დაეხმაროს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ

ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეტლით მოფარიკავე

ნათია მეზვრიშვილი - ოცნების დღევანდელი განცხადება მოქალაქეობის ჩამოართმევასთან დაკავშირებით, ნიშნავს შემდეგს: საქართველოს იმ მოქალაქეებს უნდა ჩამოართვან მოქალაქეობა, რომლებიც საქართველოს მტერს ებრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის

ოცნება დიდი ხანია საზოგადოებას აჩვევს კანონის სათავისოდ განმარტებას. უფრო მეტიც, როცა კანონში საერთოდ არაფერი წერია, მაშინაც ბედავენ, შავზე თეთრის მტკიცებას. ახლა ამ მეთოდებით გმირებს მიადგნენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.      მისივე თქმით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლში მართლაც წერია, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ს

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერს, კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის დაიწყო მაშინ, როდესაც გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე კოლეგის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა. "გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს

ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უკრაინის ლიდერმა ბრიტანელ დეპუტატებს განუცხადა, რომ „მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს”. ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შ

მიწისძვრიდან ერთ კვირაში, თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში. ამის შესახებ სააგენტოები Anadolu და Reuters-ი იუწყებიან. გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.   თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი დამანგრე

შშმ ახალგაზრდები: ვერ მივიღებთ ჩვენთვის აუცილებელ სერვისებს, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციას

„არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი”, – ამის შესახებ განცხადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ და ამბობენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ.  ხელმომწერები იხილეთ ბმულზე;

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით

ზურაბიშვილი: თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.
×
×
  • შექმენი...